რთველი 2018: საქართველო რთვლისთვის ემზადება

© photo: Sputnik / STRINGERრთველი კახეთში
რთველი კახეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში რთველი იწყება და ის შემოდგომის ბოლომდე გაგრძელდება

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისთვის თელავში საკოორდინაციო საბჭო გაიხსნა, აღნიშნულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

შტაბის ძირითადი ფუნქცია იქნება ყურძნის ორგანიზებული ჩაბარება და აღრიცხვა. ღვინის ნებისმიერ მწარმოებელს შეუძლია შტაბში დარეგისტირება, ყურძნისა და ფასის მითითება (რა ფასად სურს მას პროდუქტის ყიდვა). ამის შემდეგ ყურძნის ჩაბარების მსურველი მიმართავს შტაბს და ეძებს კომპანიას, რომელიც მის მოსავალს მისაღებ ფასად ჩაიბარებს.

„საკოორდინაციო შტაბი რთვლის ორგანიზებულად ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია. ყურძნის კრეფა უახლოეს დღეებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დაიწყება და შემდეგ ეტაპობრივად მთელ კახეთს მოიცავს. შტაბი რთვლის მიმდინარეობის დროს 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს" - აღნიშნა რთვლის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრო ასლანიშვილმა.

ყურძნის მტევანი - Sputnik საქართველო
სამხარაული: ყურძნის მოყვანა უკვე სუბსიდიების გარეშეც მომგებიანია

ჩაბარებული ყურძნის აღრიცხვა მოხდება ერთიანი ელექტრონული აღრიცხვის სისტემის საფუძველზე, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან დაინერგა. შტაბი მევენახეებს ასევე დაეხმარება ღვინის ქარხნებთან პროდუქტის ფასის შესახებ შეთანხმებაში, ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ 2018 წლის რთველი დაფუძნებული იქნება საბაზრო ფასების პირობებზე, ანუ ეს იქნება ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველი რთველი, როდესაც სახელწიფო სრულად გამოდის ყურძნის სუბსიდირების რეჟიმიდან.

წელს ყურძნის დაახლოებით 200 ათას ტონა მოსავალს ელოდებიან. აქედან უდიდესი ნაწილი გადამუშავებისთვის ჩაბარდება. 2017 წელს დაახლოებით 130 ტონა ყურძენი გადამუშავდა, ხოლო მოსახლეობის შემოსავალმა 150 მლნ ლარამდე შეადგინა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2018 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45,4 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 19%-ით აღემატება წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება კი 107,8 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28% შეადგინა.

ქართული ღვინის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი, პოლონეთი.

 

ყველა ახალი ამბავი
0