სამხარაული: ყურძნის მოყვანა უკვე სუბსიდიების გარეშეც მომგებიანია

© Sputnik / Alexander Imedashviliყურძნის მტევანი
ყურძნის მტევანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახეთსა და რაჭაში რთველი სუბსიდირების გარეშე 2008 წლის შემდეგ წელს პირველად გაიმართება.

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. კახეთსა და რაჭაში  რთველზე წელს  ყურძნის სუბსიდირება არ მოხდება, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გელა სამხარაულმა. 

„მიმაჩნია, რომ დღეს ბაზარზე არსებული სიტუაცია,  სუფსიდიების გარეშეც ყურძნის მოყვანას მომგებიანს ხდის“, — აღნიშნა ლევან სამხარაულმა.

რთველი - Sputnik საქართველო
მზადება რთვლისთვის: სახელმწიფო მევენახეებს მოსავლის გადამუშავებაში დაეხმარება

მისი თქმით, წელს ყურძენზე კახეთშიც და რაჭაშიც ისედაც მაღალია მოთხოვნა, რაც გარკვეულწილად ღვინის ექსპორტის ზრდით არის განპირობებული. 

გელა სამხარაულის თქმით, შარშან კახეთში ყურძნის სუბსიდირება მხოლოდ ნაწილობრივ მოხდა, მაგრამ რთველმა ყოველგვარი პრობლემების გარეშე ჩაიარა და ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩენილა. 

დეპუტატის განმართებით, ყურძნის სუბსიდირების პრაქტიკა ჯერ კიდევ 2008 წელს „ ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დაინერგა და ეს თავიდანვე არასწორი იყო. 

„ეს არ იყო  დარგის განვითარებაზე ორიენტირებული ნაბიჯი, რადგან მოსახლეობაში წაახალისა უფრო მეტად რაოდენობა, ვიდრე ხარისხი. მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოება კი მაღალი ხარისხის ყურძნიდან იწყება. თუ ქართული ღვინო ხარისხიანი არ იქნება, ის მსოფლიო ბაზარზე არსებულ კონკურენციას ვერ გაუძლებს“, — აღნიშნა გელა სამხარაულმა.

ხედი ალაზანზე სიღნაღიდან - Sputnik საქართველო
ჯაზი და ღვინო - კახეთში ორიგინალური ფესტივალი გაიმართება

დეპუტატმა ის ნაბიჯებზეც ისაუბრა, რომელებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მეღვინეობის დარგის განვითარების მიმართულებით გადაიდგა: კერძოდ,  ქართული ღვინის ექსპორტიორებისთვის ბევრი ბაზარი ადვილად ხელმისაწვდომი გახდა. 

„ჩვენ გამოვყავით რამდენიმე განსაკუთრებული მიმართულება, სადაც ვხედავდით რომ უფრო მყისიერი წარმატება შეიძლება მოყოლოდა ჩვენს ჩართულობას, ეს იყო ჩინეთი, პოლონეთი და ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის  ის ქვეყნები, სადაც  პროდუქციის ცნობადობა ჯერ კიდევ მაღალია“, — თქვა სამხარაულმა. 

დეპუტატის განცხადებით, გარდა ამისა, მოხდა აგროდაზღვევის შემოღება, ქართული კანონმდებლობის ევროპულთან  ჰარმონიზაცია, რათა მეწარმეებს  გაადვილებოდათ ევროკავშირის ბაზრებზე შესვლა, დაინერგა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემები, შეიქმნა ვენახების კადასტრი და  მეწარმეებს მიეცათ შესაძლებლობა თვითონ შეექმნათ დამატებითი ღირებულება შეღავათიანი აგროკრედიტების საშუალებით. 

„ყოველწლიურად ვხედავთ, რომ ექსპორტი იზრდება, დღეისთვის ქართული ღვინო 50 ქვეყენაში გადის, შარშან მივაღწიეთ ისტორიულ მაქსიმუმს და დაახლოებით 78 მლნ ბოთლი ღვინო გავიტანეთ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი რაოდენობის ექსპორტი არ განხორციელებულა. წელს ველოდებით, რომ 90 მილიონამდე ბოთლს გავიტანთ“, — განაცხადა ლევან სამხარაულმა.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
სინგაპურსა და სამხრეთ კორეაში ქართული ღვინო ადგილობრივ კერძებთან ერთად დააგემოვნეს

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2018 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45,4 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 19%-ით აღემატება წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს,. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება კი 107,8 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28% შეადგინა.

 დეპუტატის განცხადებით, ექსპორტის ზრდასთან ერთად იმატა ქართული ღვინის მოხმარებამ ადგილობრივ ბაზარზეც, რასაც ხელი გარკვეულწილად ტურისტების რაოდენობის ზრდამაც შეუწყო. 

„გარდა იმისა, რომ მოხდა ბაზარზე არსებული მოთხოვნის გამოკვლევა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები იმ კომპანიებსაც შეხვდნენ, რომლებმაც შემდგომში პროდუქცია უნდა გადაამუშაონ და მათთანაც გამართეს კონსულტაციები“, — აღნიშნა გელა სამხარაულმა.  

რაც შეეხება წლევანდელ რთველს, დეპუტატის განცხადებით, ხელისუფლება, მის მიმდინარეობას დააკვირდება  და თუ სადმე რაიმე შეფერხებას შეამჩნევს, აუცილებლად შესაბამის ზომებს მიიღებს. 

ნატა პატარაია


ყველა ახალი ამბავი
0