ჯაზი და ღვინო - კახეთში ორიგინალური ფესტივალი გაიმართება

© Sputnik / Alexander Imedashviliხედი ალაზანზე სიღნაღიდან
ხედი ალაზანზე სიღნაღიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
Jazz and Wine Kakheti-ს სტუმრებს ელოდება მუსიკა ჯაზის სტილში, სოული, ფანკი, ბლიუზი, მზარეულების შოუ, რთველი და მრავალი სხვა

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. ცნობილი მუსიკოსები ეწვევიან ფესტივალს Jazz and Wine Kakheti, რომელიც ლოპოტას ტბაზე ერთ-ერთ სასტუმროში 21-23 სექტემბერს გაიმართება.

ღონისძიება საქართველოში მეორედ იმართება.

მზის ჩასვლა ტბაზე - Sputnik საქართველო
ბახმარო ფესტივალ Sunset Fest-ს უმასპინძლებს

ფესტივალის მონაწილეთა შორის არიან გერმანული ჯგუფი Bahama Soul CLUB, რომელიც ასრულებს მუსიკას ჯაზის, სოულის, ფანკის, ბლიუზის სტილში, აფრო-კარიბის რიტმებში, ასევე იტალიური ანსამბლი Aglio Olio & Swing, რომელიც უკრავს სვინგს, ჯაივს, ჯიპსისა და პოპს.

ფესტივალის სტუმარი იქნება ასევე გრემის პრემიის ნომინანტი, პოპულარული ამერიკელი მუსიკოსი დუეინ დოპსი, რომელიც თავის შემოქმედებაში ზაიდეკოს მუსიკალურ სტილს იყენებს. ფესტივალზე იმღერებს შემსრულებელი ლოს-ანჯელესიდან ჯუდიტ ჰილი.

სამი დღის განმავლობაში ფესტივალზე დაგეგმილია დიჯეი-სეტები აუზთან, იტალიელი შეფ-მზარეულების შოუ, ღვინის დეგუსტაცია, ფურშეტები და მრავალი სხვა.

ფესტივალის სტუმრებს ექნებათ უნიკალური შანსი, მონაწილეობა მიიღონ რთველში და ყურძნის დაწურვაში ცნობილ მუსიკოსებთან ერთად.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე tkt.ge

ყველა ახალი ამბავი
0