თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Sunset Fest / Bakhmaro 2018 პირველად ბახმაროში 19 აგვისტოს გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე.
საქართველოში ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება >>
ფესტივალის ორგანიზატორები მოუწოდებენ ყველას „ჩაისუნთქონ სუფთა ჰაერი ბახმაროში და დაემშვიდობონ ზაფხულის მზეს“.
ფესტივალი გაიმართება „მზის ჩასავალ გორაზე“ და ორ ნაწილად ჩატარდება: საღამოს დასაწყისში სტუმრები ისიამოვნებენ ცოცხალი მუსიკით ისეთი ბენდების შესრულებით, როგორებიცაა Killages, Mebo Renard, „არა“, ბაჩო ჯიქიძე & ალბანელი შამანები, „ლურჯი იალქანი“.
მეორე ნაწილში წარდგებიან დიჯეები, რომლებიც ფესტივალზე ელექტრონულ მუსიკას ააჟღერებენ.
სასიამოვნო ბონუსები — კოცონები, კარვები, ბარი, კვების ობიექტები, უფასო WI-FI. დასწრება თავისუფალია.