რაზე დავობდნენ ზუგდიდის საკრებულოში მმართველი პარტია, ოპოზიცია და ბაზრის მოვაჭრეები

© Sputnik / Denis Aslanovქალაქი ზუგდიდი
ქალაქი ზუგდიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკრებულოს სხდომას ზუგდიდში წევრების გარდა, ბაზრის მოვაჭრეებიც ესწრებოდნენ.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. საკრებულოს სხდომა ზუგდიდში სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

დაპირისპირების საგანი ზუგდიდის ცენტრში მდებარე კომერციული ფართი გახდა, რომელიც, ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე სანდრო სორდიამ  მამამისის სახელზე დაარეგისტრირა და ამით სხვა სავაჭრო ობიექტების მფლობელების ინტერსები შეილახა.

„ეს არის ჩვეულებრივი კორუფციული გარიგება, რომელშიც მონაწილეობს, საკრებულოს წევრი, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდია, ეს არის დანაშაული როდესაც ზუგდიდის მერია და საკრებულო გადაწყვეტილებას იღებენ კორუფციით და ნეპოტიზმით“, — განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ანა წითელაძემ.

ზუგდიდი - Sputnik საქართველო
ზუგდიდში 240 დევნილი ოჯახი ბინებს მიიღებს

„ნაციონალური მოძრაობა" პროკურატურისგან საქმის გამოძიებას ითხოვს, ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას განცხადებით, ეს საკითხი ისედაც სასამართლო დავის საგანია. 

„ეს საკითხი სასამართლოშია შეტანილი. სასამართლო იმსჯელებს მშენებლობის ნებართვის კანონიერებაზე თუ უკანონობაზე. თუ ჩვენ გვექნება სასამართლოსგან შუამდგომლობა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე მოხდეს მშენებლობის ნებართვის შეჩერება, თავისთავად შეჩერდება“, —განაცხადა წოწერიამ.

სასამართლოში ამ ფართთან დაკავშირებით დავას ზუგდიდის ბაზრის ადმინისტრაცია აწარმოებს.

საკრებულოს სხდომას ბაზრის მოვაჭრეებიც ესწრებოდნენ. მათი  თქმით, ისინი ამ ფართზე მშენებლობას არ დაუშვებენ.


ყველა ახალი ამბავი
0