https://sputnik-georgia.com/20180819/Tbilisi-bus-accident-in-Russia-The-Georgian-Foreign-Ministry-specifies-the-information-241755059.html
ავტობუსის ავარია რუსეთში: საქართველოს საგარეო უწყება ინფორმაციას აზუსტებს
ავტობუსის ავარია რუსეთში: საქართველოს საგარეო უწყება ინფორმაციას აზუსტებს
Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოში საქართველოს სამი მოქალაქე რჩება, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია 19.08.2018-ს, Sputnik საქართველო
2018-08-19T21:32+0400
2018-08-19T21:32+0400
2023-08-17T12:45+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/92/234329265_0:0:1498:844_1920x0_80_0_0_632afeb1c0b901ac3b0f6ba07bde2ab0.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2018
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/92/234329265_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_9bd32177ab048eac9fbcc2e1c9aed8e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, საქართველო, რუსეთი
პოლიტიკა, საქართველო, რუსეთი
ავტობუსის ავარია რუსეთში: საქართველოს საგარეო უწყება ინფორმაციას აზუსტებს
21:32 19.08.2018 (განახლებულია: 12:45 17.08.2023) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოში საქართველოს სამი მოქალაქე რჩება, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მზად არის დაეხმაროს მოქალაქეებს, რომლებიც სტავროპოლის მხარეში ავარიისას დაშავდნენ, იუწყება პირველი არხი.
სარეისო ავტობუსი „თბილისი-კრასნოდარი“ სტავროპოლის მხარეში ანდროპოვსკის რაიონში „კამაზის“ ტიპის სატვირთოს შეეჯახა. რუსეთის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სახელმწიფო ინსპექციის ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა, 17 ადამიანი დაშავდა.
ავტობუსი თბილისი-კრასნოდარი ავარიაში მოყვა: ორი ადამიანი დაიღუპა >>
„ორი გარდაცვლილიდან ერთი იყო საქართველოს, ხოლო მეორე რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი. დაშავებულები ორ საავადმყოფოში არიან გადანაწილებული. ერთ-ერთ საავადმყოფოში ოთხი დაშავებულია გადაყვანილი და მათგან სამი საქართველოს მოქალაქეა. სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საკონსულო ცდილობს სამივესთან კონტაქტზე გასვლას“, — აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უწყების მონაცემებით, მეორე კლინიკაში, პიატიგორსკის საავადმყოფოში საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დახმარების საჭიროების შემთხვევაში რუსულ მხარესთან მუდმივ კავშირზეა.
წინასწარი მონაცემებით, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და იგივე მიმართულებით მოძრავ სატვირთოსთან შეჯახება დაუშვა.