ავტობუსი თბილისი-კრასნოდარი ავარიაში მოყვა: ორი ადამიანი დაიღუპა

© photo: ГУ МЧС РФ по Ставропольскому краюავტობუსი „თბილისი-კრასნოდარი“ სტავროპოლის მხარეში „კამაზის“ ტიპის სატვირთოს შეეჯახა
ავტობუსი „თბილისი-კრასნოდარი“ სტავროპოლის მხარეში „კამაზის“ ტიპის სატვირთოს შეეჯახა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტავროპოლის მხარეში ავტობუსისა და „კამაზის“ ტიპის სატვირთოს შეჯახების შედეგად საავადმყოფოში გადაყვანილია 17 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვია

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. ავტობუსი „თბილისი-კრასნოდარი“ სტავროპოლის მხარეში „კამაზის“ ტიპის სატვირთოს შეეჯახა — ორი ადამიანი დაიღუპა, 17 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, იუწყება РИА Новости რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით.

ავტობუსი და მარცვალმზიდი ერთმანეთს შეეჯახნენ ტრასაზე „კავკაზი“ სტავროპოლის მხარეში ანდროპოვსკის რაიონში.

„მოსკოვის დროით 8:00 საათის მდგომარეობით სულ დაშავებულია 18 ადამიანი: 17 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ერთ ადამიანს სამედიცინო დახმარება ამბულატორიულად გაეწია. ნევინომისკის საავადმყოფოში 9 ადამიანი იმყოფება, აქედან ორი ბავშვია, პიატიგორსკის საავადმყოფოში 8 ადამიანი მოათავსეს, სამი მათგანი ბავშვია“, — აცხადებენ უწყებაში.

აღნიშნულია, რომ დროებით განთავსების პუნქტში რჩება 24 ადამიანი, რომლებსაც სოფელ კურშავას მიერ გამოყოფილი ავტობუსით დანიშნულების ადგილას გაამგზავრებენ. უწყებაში აცხადებენ, რომ ორგანიზებულია ყოველმხრივი კოორდინაცია.

ავტობუსის 40 მგზავრიდან 70% — რუსეთის მოქალაქეები არიან, დაახლოებით 30% — უცხოელები, პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეები.


ყველა ახალი ამბავი
0