საქართველოს მოქალაქე რუსეთში ავარიის შედეგად დაიღუპა

© photo: Sputnik / Yuri Lashov / გადასვლა მედიაბანკშისასწრაფო დახმარება რუსეთში
სასწრაფო დახმარება რუსეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ორი მოქალაქე საავადმყოფოში რჩება

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მოქალაქე დაიღუპა სტავროპოლის მხარეში ავტობუსისა და „კამაზის“ შეჯახების შედეგად, იუწყება РИА Новости რუსეთის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სახელმწიფო ინსპექციაზე დაყრდნობით.

ავტობუსი „თბილისი-კრასნოდარი“ სტავროპოლის მხარეში „კამაზის“ ტიპის სატვირთოს შეეჯახა - Sputnik საქართველო
ავტობუსი თბილისი-კრასნოდარი ავარიაში მოყვა: ორი ადამიანი დაიღუპა

მანამდე რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურში იუწყებოდნენ, რომ სარეისო ავტობუსი „თბილისი-კრასნოდარი“ სტავროპოლის მხარეში ანდროპოვსკის რაიონში „კამაზის“ ტიპის სატვირთოს შეეჯახა — ორი ადამიანი დაიღუპა, 17 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ამჟამად ცნობილია ავარიაში დაღუპული ორი მგზავრის შესახებ, ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქეა, მეორეს რუსეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ცხრა მგზავრს ტრავმები აქვთ მიღებული, დანარჩენები პირველადი სამედიცინი დახმარების აღმოჩენის შემდეგ გაწერეს. ცხრა დაჭრილიდან ორი ბავშვია, შვიდი — რუსეთის მოქალაქეები კრასნოდარის მხრიდან და ორი — საქართველოს მოქალაქეები არიან“, — აღნიშნეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სახელმწიფო ინსპექციაში.

წინასწარი მონაცემებით, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და იგივე მიმართულებით მოძრავ სატვირთოსთან შეჯახება დაუშვა.


ყველა ახალი ამბავი
0