რუსეთის ინტერესთა სექციასთან თბილისში „სავიზო საქმოსნების“ გამო მოსკოვი შეშფოთებულია

© Sputnik / STRINGERსაქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია
საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
შვეიცარიამ განაცხადა, რომ საქართველოში რუსეთის ინტერესთა სექციასთან წესრიგს დაამყარებს

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა გამოთქვა შეშფოთება საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის ირგვლივ არსებული მდგომარეობის გამო.

მანამდე ინტერესთა სექციის უფროსმა ევგენი კონიშევმა „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის საკონსულო განყოფილების შენობასთან მუდმივად მოქმედებს პირთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც შეგნებულად ამწვავებს ვითარებას, ქმნის ალტერნატიულ რიგებს და ამით რუსული მისიის მუშაობას აფერხებს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს მომავალი პრემიერი ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელების მომხრეა

ორშაბათს გაიმართა კარასინის შეხვედრა რუსეთში შვეიცარიის ელჩთან ივ როსიესთან, სადაც ეს პრობლემა განიხილებოდა.

„გრიგორი კარასინმა ხაზი გაუსვა საქართველოში შვეიცარიის საელჩოში გახსნილ, რუსეთის ინტერესების სექციის ირგვლივ გაუარესებულ ვითარებას, რაც ადგილობრივი კრიმინალური ელემენტების ქმედებების შედეგია, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს შორის რუსულ ვიზებზე გაზრდილ მოთხოვნაზე ხელს ითბობენ“, — ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

როსიე დაჰპირდა, რომ შვეიცარიის მხრიდან იქნება გადადგმული ნაბიჯები, რათა უზრუნველყოფილი იყოს წესრიგი.

საქართველო რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას აპირებს >>

რუსეთის ინტერესებთა სექციამ უკვე მიმართა საქართველოს ხელისუფლებას საკონსულო განყოფილების მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის აღდგენის თხოვნით. როგორც კონიშევმა აღნიშნა, შესაბამისი მიმართვა ადგილობრივ ხელისუფლებას მიმდინარე წლის 25 ივლისს გადაეგზავნა.

 

ყველა ახალი ამბავი
0