საქართველო რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას აპირებს

© photo: Sputnik / Stringerსატვირთო ავტომობილები საქართველოს სამხედრო გზაზე
სატვირთო ავტომობილები საქართველოს სამხედრო გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს განახლებული მთავრობა ხელს შეუწყობს რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებას.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოს განახლებული მთავრობა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით რუსეთთან სავაჭრო და კულტურულ კონტაქტებს მოაგვარებს, აღნიშნულია სამთავრობო პროგრამის პროექტში „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა".

განახლებული მთავრობისა და მისი პროგრამისადმი ნდობის ვოტუმის გამოხატვის შესახებ კენჭისყრა საქართველოს პარლამენტში შაბათს გაიმართება. ამჟამად მინისტრობის კანდიდატები დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოდიან და სამომავლო გეგმებზე საუბრობენ.

„რუსეთის ფედერაციასთან, რაციონალური და დეესკალაციის პოლიტიკის ფარგლებში, გაგრძელდება სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ხალხთაშორისი კონტაქტების ხელშეწყობა", — აღნიშნულია პროგრამაში.

საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
კანონი ამოქმედდა - საქართველოს უკვე ნაკლები მინისტრი ჰყავს

საქართველო განაგრძობს მონაწილეობას საერთაშორისო ჟენევის მოლაპარაკებებში, ასევე გადადგამს გარკვეულ ნაბიჯებს კონფლიქტების მოგვარების კუთხით.

„კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ომითა და გამყოფი ხაზებით დაშორებული მოსახლეობის შერიგებასა და ნდობის აღდგენას, საქართველოს ახალი სამშვიდობო ინიციატივის — „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" განხორციელებას და კომუნიკაციას ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის პირდაპირი დიალოგისა და შერიგების პროცესის ხელშეწყობის, ნდობის აღდგენისკენ მიმართული კონკრეტული პროექტების განხორციელებას", — ნათქვამია პროგრამაში.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოდან თბილისის გადაწყვეტილებით შეწყდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა.

ამჟამად დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის შენარჩუნებულია ჟენევის დისკუსიების ფარგლებში და ასევე პრაღაში რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

ყველა ახალი ამბავი
0