ქართველებმა თურქეთის მოქალაქის 10 ათასი ლირა და საკრედიტო ბარადებიდან თანხა მიითვისეს

გამოწერა
ბრალდებულებმა დაზარალებული სარფში დატოვეს, რათა მას საქართველო დაეტოვებინა.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
ბიუჯეტის თანხის მითვისებისთვის ორი კომპანიის დირექტორი დააკავეს

დამნაშავეები 25 და 29 წლის მამაკაცები არიან. ძებნაშია კიდევ ერთი პირი, რომელსაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დამნაშავეებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანეს, ბათუმში ნაქირავებ ბინაში წაიყვანეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

 ბრალდებულების მხრიდან ძალადობისა და ზეწოლის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ მათ 10 ათასი ლირა გადასცა. გამომძალველებმა ასევე მიითვისეს დაზარალებულისა და მისი მეუღლის კუთვნილი პლასტიკური ბარათებიდან 1,5 ათასი ლარი. ამის შემდეგ ბრალდებულებმა დაზარალებული სარფში დატოვეს, რათა მას საქართველო დაეტოვებინა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილით ("ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვა"), რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0