ბიუჯეტის თანხის მითვისებისთვის ორი კომპანიის დირექტორი დააკავეს

© Pixabay / 4711018დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენა-მხილების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების დაუფლების ფაქტზე ორი კომპანიის დირექტორი და სამუშაოების დამკვეთი უწყების წარმომადგენელი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში კომპანიის დირექტორმა სამცხე-ჯავახეთში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა, გამოიყენა დაბალი ხარისხის მასალა და 10,3 ათასი ლარის ოდენობის თანხა მიითვისა.

დაკავება - Sputnik საქართველო
საქართველოში ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი დააკავეს

მეორე შემთხვევაში კი დირექტორმა, რომლის კომპანიაც ქვემო ქართლში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებდა, ობიექტზე სამუშაოს შესრულებისას დაბალი ხარისხის მილები გამოიყენა და 26 ათას ლარს დაეუფლა.

გარდა ამისა, სამართალდამცველებმა დააკავეს სამუშაოების დამკვეთი, ქვემო ქართლის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, რომელსაც სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობა ევალებოდა.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენა–მხილების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე, 180-ე მუხლის მესამე და 342-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0