თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება — გასაღების ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც საგამოძიებო სამსახურში „Sputnik საქართველოს" განუცხადეს, ბრალდებულმა დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომლის თანახმად, ერთ-ერთ კომპანიას ვითომდა 2 000 000 ლარის ღირებულების მომსახურება გაუწია.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენებას და ითვალისწინებს ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.