სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარი დოკუმენტების გაყალბების ფაქტზე დააკავეს

გამოწერა
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქრთამის სახით აიღეს 100 ლარი და დაამზადეს ფიქტიური მოწმობები

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ბრალდებით იმერეთში თანამდებობის პირები დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
ქრთამის სახით 10 ათასი დოლარი: ზუგდიდში ჩინოვნიკი დააკავეს

სამართალდამცველებმა დანაშაულში ამხილეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარი და იმერეთის რეგიონში მოქმედი მსხვილფეხა პირუტყვის სასაკლაოს ხელმძღვანელი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქრთამის სახით აიღეს 100 ლარი და დაამზადეს ფიქტიური მოწმობები.

აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც ადასტურებდა, რომ თითქოსდა სასაკლაოს ტერიტორიაზე დაიკლა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ფიქტიურად გაიცა ასევე ყალბი ვეტერინარული მოწმობები საქონლის შემოწმების თაობაზე.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 338-ე („ქრთამის აღება"), 341-ე („სამსახურებრივ სიყალბე"), 262-ე („ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღება"), და 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით („კომერციული მოსყიდვა"), რაც სასჯელის სახით ჯამში ითვალისწინებს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0