მშობლებო, მიეცით ბავშვებს მეტი ხატვის საშუალება!

© photo: Sputnik / Levan Avlabreliბავშვები ხატავენ
ბავშვები ხატავენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
სკოლამდელი ბავშვის ცხოვრებაში სამი მნიშვნელოვანი ეტაპი არსებობს. ეს არის თამაში, ზღაპრები და ხატვა. ხატვის საშუალებით თქვენი პატარა ბევრ ისეთ თვისებას, უნარს იძენს, რომელიც მისი გონებრივი და ფსიქოლოგიური განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა და რა უნარების განვითარებას უწყობს ხელს ხატვის პროცესი, ამის შესახებ ფსიქოლოგი მარიამ შოვნაძე გვესაუბრა.

© FB/ Mariam Shovnadzeმარიამ შოვნაძე
მარიამ შოვნაძე - Sputnik საქართველო
მარიამ შოვნაძე

— ხატვა არის აქტივობა, რომლის დროსაც ბავშვს შეუძლია იყოს მაქსიმალურად თავისუფალი, აღმოაჩინოს სიახლეები და შეიმეცნოს როგორც გარემო, ასევე საკუთარი თავი.  ხატვა ეხმარება ბავშვს დაამყაროს კავშირი საკუთარ ემოციებთან, მოახდინოს მათი იდენტიფიცირება  და შემდეგ უკვე შესაბამისი ფერებით, კომპოზიციით გამოხატოს, გადმოიტანოს რეალობაში. ხატვა ექსპრესიულობის საუკეთესო შესაძლებლობაა. ეს აქტივობა კომპლექსურად რამდენიმე სფეროს განვითარებას უწყობს ხელს, როგორიცაა: სენსო-მოტორული, კოგნიტური და სოციალურ-ემოციური სფეროები.

გელა პაპიაშვილი - Sputnik საქართველო
ძილში „შესრულებული“ ნახატები და მუსიკის ფონზე შექმნილი კომპოზიციები

- რა ბენეფიტები შეიძლება  სდევდეს ხატვას თან?

— ხატვა ხელს უწყობს ნატიფი მოტორიკის და თვალის კოორდინაციის განვითარებას. თავდაპირველად იწყებს ფანქრის, ფუნჯის სწორად დაჭერას, მოხმარებას, ამის შედეგად ბავშვს მარტივად შეუძლია სკოლაში გამოიყენოს საწერი კალამი და დაიწყოს წერა. ხატვა დადებითად მოქმედებს ფანტაზიის განვითარებაზე. ფანტაზია კი თავის მხრივ პასუხისმგებელია შემეცნებით და დაცვით ფუნქციებზე. ხელს უწყობს ბავშვის მომზადებას მომავალი ცხოვრებისთვის, სწავლობს როგორ დაგეგმოს, გააკეთოს არჩევანი და მიიღოს გადაწყვეტილება. მაგალითად რა დახატოს, რა მასალა გამოიყენოს და რა ფერებით შეასრულოს. ხატვა ასწავლის ბავშვს აქცენტი გააკეთოს პროცესზე და არა მარტო შედეგზე. ასევე ხელს უწყობს აღმოაჩინოს საკუთარ თავში ახალი უნარები და ინტერესები, შემდეგ კი განავითაროს. ამასთანავე, ხელს უწყობს როგორც ექსპრესიულობის განვითარებას ასევე ემპათიის ჩამოყალიბებას, სხვების ემოციების ამოცნობას და გაგებას.

ხატვის საშუალებით ბავშვი სწავლობს ფორმებს, ზომას და ფერებს. ხელს უწყობს თვითრწმენის ჩამოყალიბებას, რომ მან ეს შეძლო, დახატა. ხშირად შეაქეთ ყველა ნახატისთვის და გამოყავით სახლში ერთი კუთხე, სადაც გამოფენთ მის ნახატებს. ეს ფაქტი ხელს უწყობს თვითშეფასების ჩამოყალიბებას და განვითარებას.

გეგა სოფრომაძე - Sputnik საქართველო
რაზე ოცნებობს მრავალი კონკურსის გამარჯვებული შვიდი წლის ქართველი ბიჭუნა

- რამდენად მნიშვნელოვანია ფერები ბავშვის ცხოვრებაში? როგორ შეიძლება ვასწავლოთ ფერების ცნობა მარტივად?

— ფერები შესაძლოა სიტყვები გახდეს, რომელთა საშუალებითაც ბავშვი მოგაწვდით ინფორმაციას თუ რას განიცდის, რა სურს, რა მოლოდინები აქვს და ა.შ. ფერები ერთგვარი დამაკავშირებელი გზა არის სამყაროსთან შემეცნების პროცესში. შესაძლოა, ბავშვს რამდენიმე საყვარელი ფერი ჰქონდეს და უფრო  ხშირად იყენებდეს ხატვის პროცესში.
ფერების დასწავლის დროს უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა ნივთები და მასალები: ფანქრები, პასტელი, ხელის საღებავები, რომლებიც განსაკუთრებულად უწყობს ხელს სენსორული უნარების განვითარებას. გარდა ამისა აქტივობებში ჩართეთ სხვადასხვა ფერის კუბები, მანქანები, საკვები პროდუქტები, სამოსი და ა.შ. ყველა ამ ნივთის გამოყენების დროს ერთად განმარტეთ მისი აღწერილობა, დაიწყეთ მისი ფერით, შემდეგ ერთი და იგივე ფერის ნივთები დააჯგუფეთ.

სანდრო ქანთარია - Sputnik საქართველო
11 წლის ხელოვანი: მინდა დამოუკიდებელი ვიყო და დედა ზედმეტად აღარ შევაწუხო...

- ბავშვის ნახატით შეგვიძია მისი ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობის გაგება?

— როგორც აღვნიშნე, ხატვა იდეალური გზაა აღმოჩენებისთვის, შექმნისთვის და ემოციების გამოხატვისთვის. ნახატის საშუალებით შესაძლოა დაგვრჩეს შთაბეჭდილება, მისი ავტორისთვის ხატვის პროცესში რა უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. თუმცა სადიაგნოსტიკოდ მხოლოდ ნახატს არ უნდა დავეყრდნოთ, რადგან თითოეულ ბავშვს შესაძლოა სრულიად განსხვავებული აღქმა და გამოხატვის გზა ჰქონდეს აღმოჩენილი. საჭიროა კომპლექსური მიდგომა. თუმცა მაგალითისთვის შეგვიძლია განვიხილოთ ერთ ერთი ნახატი „ოჯახი“. ბავშვმა შეიძლება დახატოს საკუთარი ოჯახის წევრები და არა საკუთარი თავი ან ოჯახის წევრები და მათგან მოშორებით საკუთარი თავი. ამ შემთხვევაში შესაძლოა არსებობდეს კომუნიკაციის სირთულეები ოჯახის წევრებთან. ნახატმა შეიძლება მოგვაწოდოს ინფორმაცია, თუ როგორი ურთიერთობა აქვს ბავშვს ოჯახის წევრებთან და მათ ერთმანეთთან, ვინ არის სახლში ავტორიტეტი ან რა გარემოში ცხოვრობს ან სურს ცხოვრობდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სადიაგნოსტიკოდ მხოლოდ ნახატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული, აუცილებელია ავტორის ინტერპრეტაცია და კომპლექსური მიდგომა.

გიგი სიჭინავა - Sputnik საქართველო
12 წლის აუტისტი მხატვარი და მისი საოცარი ნამუშევრები

- რას ურჩევდით მშობლებს?

— მშობლებო მიეცით შვილებს ხატვის უფრო მეტი საშუალება, შესაძლოა ეს იყოს კედელზე ან იატაკზე. ხშირად ბავშვები ფერებით და კომპოზიციებით გვესაუბრებიან.  ხშირად დახატეთ ერთად, თუნდაც თითებით და ეს უკავშირდებოდეს სამოსის, ნივთების ფერებით დასვრას. ერთად აღმოაჩინეთ სიახლეები და რაც მთავარია პროცესით მიღებული სიამოვნება, ბედნიერება გაუზიარეთ ერთმანეთს. გამოყავით სახლში ერთი კუთხე, სადაც ნახატებს გამოფენთ და რაც მთავარია ხშირად შეაქეთ თქვენი შვილი.

ყველა ახალი ამბავი
0