რაზე ოცნებობს მრავალი კონკურსის გამარჯვებული შვიდი წლის ქართველი ბიჭუნა

© Photo: Courtesy of Van Gegaგეგა სოფრომაძე
გეგა სოფრომაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგა სოფრომაძემ ხატვა სამი წლის ასაკში დაიწყო. დღეს ის შვიდი წლისაა და ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში დიდი გამოცდილება შეიძინა. მისი ნამუშევრები გასხვავებული და საოცარი ტექნიკით გამოირჩევა.

გეგა დედასთან, დაიკოსთან, ბიძასთან და დედის მშობლებთან ერთად ცხოვრობს. პატარა მხატვარმა ასაკის მიუხედავად უკვე ბევრ წარმატებას მიაღწია, თუმცა წინ უფრო შორს მიმავალი გეგემები და ოცენებები აქვს, რომელიც „Sputnik საქართველოს“ გაუზიარა.

© Photo: Courtesy of Van Gegaგეგა სოფრომაძე
გეგა სოფრომაძე - Sputnik საქართველო
გეგა სოფრომაძე

- როდის აღმოაჩინეს, რომ ხატვის ნიჭი გქონდა?
— ჩემი ნიჭი დედამ აღმოაჩინა. სამი წლიდან დავიწყე ანიმაციური გმირების ხატვა, შემდეგ მიმიყვანა დედამ გოგიტაძეების სტუდიაში. იქ ცოტა ხანი დავდიოდი, სანამ დედას საშუალება ქონდა.
ყველაფერში დედიკო დამეხმარა, ის ჩემი მზეა. მაცნობდა მსოფლიო მხატვრებს, მათ შემოქმედებას,ხშირად დავყავარ ბუნებაში მოლბერტით, ვუსმენთ კლასიკურ მუსიკას.

© Photo: Courtesy of Van Gegaგეგა სოფრომაძე ხატვის პროცესში
გეგა სოფრომაძე ხატვის პროცესში - Sputnik საქართველო
გეგა სოფრომაძე ხატვის პროცესში

- ყველაზე მეტად რისი ხატვა გიყვარს?
— დედა-შვილობა მიყვარს. ვცდილობ გამოვხატო ის სითბო, სიყვარული, რაც მე, დედას და ჩემს დაიკოს — მარიამს გვაკავშირებს. მიყვარს უფალი, რადგან ის ჩემი პირველი მშობელია. ძალიან მომწონს აბსტრაქციები.

© Photo: Courtesy of Van Gegaგეგა სოფრომაძის შემოქმედება
გეგა სოფრომაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო
გეგა სოფრომაძის შემოქმედება

- სულ რამდენი მამუშევარი გექნება?
უკვე 300-მდე ნამუშევარი მაქვს.  ამას გარდა ბევრი მაქვს გაჩუქეული. მიყვარს სხვების გაღიმება და გახარება.
 — შენი საყვარელი ნახატი რომელია?
— ყველაზე მეტად მიყვარს „უფალი მეფობს!“.
- გამოფენებში ხშირად იღებ მინაწილეობას?
— ორი პერსონალური გამოფენა მქონდა. პირველი  ლადო მესხიშვილის თეატრში. მადლობა ქალბატონ ენდი ძიძავას, მან დამიფინანსა ჩარჩოს და მინის ხარჯები. მეორე გამოფენა მქონდა ღვინის სახლში „საწნახელში“, მადლობა მიწვევისთვის გიორგი შალამბერიძეს და „საწნახელის“ თანამშრომლებს.

© Photo: Courtesy of Van Gegaგეგა სოფრომაძის შემოქმედება
გეგა სოფრომაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო
გეგა სოფრომაძის შემოქმედება

- როგორც გავიგე შენს ასაკში მიღწეული წარმატებების სერიოზული ჩამონათვალიც კი გაქვს…
გავხდი კონკურს „სიზმარას“ ჟიურის რჩეული. ასევე „ნესქვიკის“ გამარჯვებული.  ჩემი ერთ-ერთი ნახატი გახდა კომპანია „სნოს“ ფავორიტი, განთავსდა „სნოს“ ეტიკეტზე და მიმიწვიეს საპატიო ვიზიტით „სნოს“ საწარმოში. შემდეგ ქართული ღვინის პალატამ შეიძინა ჩემი ნამუშევარი „ღვინო და ადამიანი“ და დღეს მათ მუზეუმშია განთავსებული. მომდევნო იყო ტოიოტას საერთაშორისო კონკურსი, სადაც გავიმარჯვე. ჩემი ნამუშევარი გაიგზავნა იაპონიაში, ფინალი სექტემბერში გაიმართება. ახლახან, 31 აპრილს გავხდი კონკურს „მარსიანჩიკის“ ჟიურის რჩეული.

© Photo: Courtesy of Van Gegaგეგა სოფრომაძის შემოქმედება
გეგა სოფრომაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო
გეგა სოფრომაძის შემოქმედება

- შენი ფავორიტი მხატვარი ვინ არის?
— გამორჩეულად მიყვარს ნიკო ფიროსმანი. განსხვავებულად გამოხატავს ცხოველებს  და ამან მომხიბლა. პიკასოს ორსახოვანი ფიგურებით ვხალისობ და სხვადსხვა ემოციებს გმოვხატავ. ძალიან მიყვარს ვანგოგი. განსაკუთრებით მომწონს მისი  ფერები და ხატვის  სტილი.

© Photo: Courtesy of Van Gegaგეგა სოფრომაძის შემოქმედება
გეგა სოფრომაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო
გეგა სოფრომაძის შემოქმედება

-  რაზე ოცნებობ ცხოვრებაში, როგორი მომავალი გინდა გქონდეს?
— ვოცნებობ მთაში ჰობიტების მსგავსი სახლი და სახელოსნო მქონდეს. ვიმუშაო ბუნებაში.  მაინტერესებს სხვადასხვა მეცნიერებები. ახლა კოსმოსით ვარ დაინტერესებული და ბევრ ინფორმაციას მაწვდის დედა. საბოლოოდ მხატვარი, გამომგონებელი, მეცნიერი მინდა გამოვიდე.

ყველა ახალი ამბავი
0