ყაზტრანსგაზ-თბილისი ოდორიზაციის კონტროლს იწყებს

© photo: Sputnik / Stringerბუნებრივი აირი
ბუნებრივი აირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბუნებრივი გაზის ოდორიზაცია მუდმივად მიმდინარეობს და მასში სუნის მიმცემ ნივთიერებას განსაზღვრული დოზით ურევენ.

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. „ყასტრანსგაზ-თბილისი“ ბუნებრივი გაზის ოდორიზაციის ხარისხის კონტროლს იწყებს, ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ოდორანტი — ქიმიური შენაერთია, რომელსაც ბუნებრივ აირში ან ჰაერში სპეციფიკური სუნის მისაცემად ამატებენ, რათა მისი გაჟონვა შესამჩნევი იყოს.

საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო
ბუნებრივი აირის მკვეთრი სუნის გამო თბილისში 11 ადამიანი საავადმყოფოებში მოათავსეს

„ბუნებრივ გაზს არც ფერი აქვს და არც სუნი. გაზის გაჟონვის გამოვლენის მიზნით მასში ოდორანტს, სპეციფიური სუნის მიმცემ სპეციალურ ნივთიერებას — ეთილმერკოპტანს ურევენ“, —ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალური მმართველის გადაწყვეტილებით, ოდორიზაციის მაკონტროლებელმა ლაბორატორიამ, რომელიც ათი წლის წინ გაუქმდა, მუშაობა განაახლა.

საქართველოს კანონმდებლობით ამ პროცედურას და მის ხარისხზე კონტროლს „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ახორციელებს. „ყაზტრანსგაზ — თბილისის“ ახალი ლაბორატორიის მეშვეობით ხარისხის და დოზირების კონტროლი კომპანიას დამოუკიდებლად შეუძლია. 

„თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მეშვეობით, კომპანია დამოუკიდებლად აკონტროლებს ბუნებრივი გაზის ოდორიზაციის ხარისხს და ტექნიკურ მახასიათებლებს. გაზის ოდორიზაცია აუცილებელია მეტი უსაფრთხოებისთვის“, — აღნიშნავენ კომპანიაში.

ყაზტრანსგაზი - Sputnik საქართველო
თუ „ყაზტრანსგაზ–თბილისის" სახელით დაგირეკეს – კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს

ბუნებრივი გაზის ოდორიზაცია მუდმივად მიმდინარეობს და მასში სუნის მიმცემ ნივთიერებას განსაზღვრული დოზით ურევენ.

ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად 2015 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში თბილისში 82 ადამიანი დაიღუპა. 

გაზით მოწამვლის ძირითად მიზეზად გაზგამანაწილებელ კომპანიაში არასწორად დაყენებულ გამათბობლებს ასახელებდნენ.

პრევენციის მიზნით კომპანია „ყაზტრანსგაზ — თბილისმა" დედაქალაქის მერიასთან ერთად დაიწყო მასშტაბური სოციალური კამპანია „მეტი უსაფრთხოებისთვის"


ყველა ახალი ამბავი
0