ბუნებრივი აირის მკვეთრი სუნის გამო თბილისში 11 ადამიანი საავადმყოფოებში მოათავსეს

© photo : Tatfrontu.ruსაავადმყოფოს პალატა
საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუშინ თბილისის ცენტრალური რაიონების მოსახლეობა ბუნებრივი აირის მძაფრ სუნს გრძნობდა. როგორც აღმოჩნდა, აირში ოდორანტი შეურიეს, რათა გაზის გაჟონვის ადგილის პოვნა გაიოლდეს.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ბუნებრივი აირით მოწამვლის სიმპტომებით თბილისში 11 ადამიანი საავადმყოფოებში მოათავსეს, აღნიშნულია „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ განცხადებაში.

გუშინ თბილისელები ქალაქის ქუჩებში ბუნებრივი აირის ძლიერ სუნს გრძნობდნენ. მძაფრი სუნი განსაკუთრებით ცენტრალური უბნების — ვაკის, ვერის, საბურთალოს, ასევე ნაძალადევისა და წყნეთის ნაწილის მცხოვრებლებს აწუხებდათ. მოგვიანებით, გაზგამანაწილებელმა კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისმა“ განაცხადა, რომ სუნი სპეციალური ნივთიერება ოდორანტის შერევამ გამოიწვია, რომელსაც ბუნებრივი აირის გაჟონვის ადგილების აღმოსაჩენად ურევენ.

„თითოეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა პირადად გადაამოწმეს შპს „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა და სხვა თანამშრომლებმა. ისინი ყველა იმ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ, რომლებშიც პაციენტები იყვნენ განაწილებული და პირადად გადაამოწმეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აღსანიშნავია, რომ არცერთ შემთვევაში არ დადასტურებულა ბუნებრივი გაზით ინტოქსიკაცია და პაციენტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ყველა მათგანი გაწერილია სახლში“, — აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ბუნებრივი გაზის ოდორიზაციის პროცესი მექანიკურად, პასუხისმგებელი ოპერატორის მიერ ხორციელდება, თუმცა უახლოეს მომავალში ყველა საკვანძო გაზგამანაწილებელი სადგური ეტაპობრივად ოდორიზაციის ავტომატიზირებული სისტემით აღიჭურვება, რაც გამორიცხავს  ბუნებრივ გაზში ოდორანტის ჭარბი რაოდენობით მოხვედრას.

„გა

თბილისი - Sputnik საქართველო
„გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ თბილისელებს ბოდიში მოუხადა
“ კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ ოდორანტი ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.

უნდა აღინიშნოს, რომ ოთხშაბათს, სპეციფიკური სუნის გამო, სამაშველო სამსახურში ნომერზე 112 სამი ათასი სატელეფონო ზარი შევიდა.

ყველა ახალი ამბავი
0