თუ „ყაზტრანსგაზ–თბილისის" სახელით დაგირეკეს – კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს

© Sputnik / Levan Avlabreli"ყაზტრანსგაზი"
ყაზტრანსგაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანია მოსახლეობას მოუწოდებს, ნებისმიერი მსგავსი ზარის განხორციელების შემთხვევაში არ გასცენ პირადი ინფორმაცია.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. კომპანია არ ინტერესდება მომხმარებლების ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრებითა და სხვა პირადი მონაცემებით, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ–თბილისის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიამ განცხადება იმასთან დაკავშირებით გაავრცელა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აბონენტებს „ყაზტრანსგაზ–თბილისის" სახელით უცნობი პირები უკავშირდებიან და მათგან პირადი მონაცემების მიწოდებას ითხოვენ.

გავრცელებული ინფორმაციით, უცნობი პირები „ყაზტრანსგაზ–თბილისის" სახელით მომხმარებლებს გარკვეულ ფასად სთავაზობენ HN3 დეტექტორების მონტაჟს და ასევე ინტერესდებიან, კომპანიის თანამშრომლები ბოლო სამი თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ თუ არა შემოწმებაზე.

აირი - Sputnik საქართველო
ბუნებრივი აირის გაზრდილი გადასახადები თბილისში: „ყაზტრანსგაზის“ განმარტება

„ყაზტრანსგაზ–თბილისი" მოსახლეობას აფრთხილებს, რომ კომპანია არ ახორციელებს HN3 დეტექტორების მონტაჟს და აღნიშნულ ზარებთან არანაირი კავშირი არ გააჩნია.

კომპანია მოსახლეობას მოუწოდებს, ნებისმიერი მსგავსი ზარის განხორციელების შემთხვევაში არ გასცენ პირადი ინფორმაცია, ხოლო ასეთი შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ კომპანიას ცხელ ხაზზე (032) 2 40 40 04.

შპს „ყაზტრანსგაზ–თბილისი“ 2006 წელს სს „ყაზტრანსგაზის“ მიერ შეიქმნა, როცა „ყაზტრანსგაზმა“ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 2005 წლის 26 დეკემბერს ხელი მოაწერეს მემორანდუმს თბილისისა და მისი შემოგარენის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის შესახებ. თბილისელებისთვის ბუნებრივ აირზე ტარიფი 46,153 თეთრია (დღგ-ის გათვალისწინებით).

კომპანია დედაქალაქის მასშტაბით 417 708 გაზიფიცირებულ აბონენტს ემსახურება ემსახურება.

ყველა ახალი ამბავი
0