ბუნებრივი აირის გაზრდილი გადასახადები თბილისში: „ყაზტრანსგაზის“ განმარტება

გამოწერა
გაზგამანაწილებელ კომპანია „ყაზტრანსგაზ–თბილისში“ ირწმუნებიან, რომ დედაქალაქის მოსახლეობამ მეტი ბუნებრივი აირი მოიხმარა.

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქის მოსახლეობას ბუნებრივი აირის საფასური გაზრდილი მიუვიდა, რადგან გაზის მოხმარება გაიზარდა, განაცხადა გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ—თბილისის“ დირექტორმა ფინანსებისა და მარკეტინგის საკითხებში ნინო თურმანიძემ.

თბილისის მოსახლეობის ნაწილმა მოხმარებული ბუნებრივი აირის გაზრდილ გადასახდელ თანხასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა. ისინი ამტკიცებენ, რომ 2016 წლის ნოემბერსა და დეკემბერში გამათბობლები ერთნაირი სიმძლავრით მუშაობდა, თუმცა ბოლო თვის გადასახადი თითქმის ერთნახევარჯერ გაიზარდა.

„ჩვენი აბონენტების მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის მატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა გარემო ტემპერატურის მკვეთრმა კლებამ. დეკემბრის თვეში დღის საშუალო ტემპერატურა 5-7 გრადუსით დაბალი იყო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით“, — განაცხადა თურმანიძემ ხუთშაბათს ბრიფინგზე.

კაფე ძველ თბილისში - Sputnik საქართველო
რა ღირს ცხოვრება თბილისში?

დაინტერესების შემთხვევაში ნებისმიერ აბონენტს შეუძლია თავადვე დაიანგარიშოს ბუნებრივი აირის როგორც მოცულობა, ისე ღირებულება, აღნიშნა მან.

„თუ აბონენტს ეჭვი ეპარება მრიცხველის გამართულ მუშაობაში, შეუძლია მოგვმართოს ჩვენ „ცხელ ხაზზე“ 240-40-04, ან ნებისმიერ სადისტრიბუციო ცენტრს“, – დასძინა „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენელმა.

ამჟამად თბილისში ბუნებრივი აირის ტარიფი 1 კუბურ მეტრზე არის 45,62 თეთრი, ხოლო რეგიონებში — 40-დან 50 თეთრამდე. მიმდინარე კურსია: 1 აშშ დოლარი — 2,67 ლარი.

ყველა ახალი ამბავი
0