მარიხუანას ლეგალიზაციის წინააღმდეგ აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან ჩატარდა

© Constitutional Court of Georgiaსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციას პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები შეუერთდნენ

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. სასულიერო პირებმა და მართლმადიდებლური საზოგადოების წარმომადგენლებმა მარიხუანას ლეგალიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან ბათუმში გამართეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi2).

30 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიამ  პარტია „საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცენტრი — გირჩის“ წევრების ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის პარლამენტის წინააღმდეგ ერთობლივი სარჩელი დააკმაყოფილა, რითიც მარიხუანის მოხმარებისთვის ერთადერთი დარჩენილი ადმინისტრაციული სასჯელი — 500-ლარიანი ჯარიმა გააუქმა და, ფაქტობრივად, ამ სახის ნარკოტიკის ლეგალიზება მოახდინა.

მარიხუანის სიგარეტი - Sputnik საქართველო
საქართველოს მოსახლეობა მარიხუანას ლეგალიზების წინააღმდეგია

„ქვეყნები, რომლებიც უფრო მეტად არიან განვითარებული, ვიდრე ჩვენი ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობითაც კი, უარს ამბობენ ამაზე (მარიხუანას ლეგალიზაციაზე), და ჩვენ, პატარა ქვეყანას ისეთი ფუფუნება აქვს, რომ მხარი დავუჭიროთ ამას?" ისინი (ხელისუფლება — რედ.) არ ფიქრობენ იმაზე, თუ რა შედეგებს მოიტანს ეს მათ შვილებს, შვილიშვილებს? ", — განუცხადა ჟურნალისტს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

პროტესტს, რომელიც ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ აკურთხა, ასევე შეუერთდა პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები.

„პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების საფარქვეშ საკონსტიტუციო სასამართლომ მართლაც მისცა ჩვენს 18 და 19 წლის ბავშვებს უფლება მოიხმარონ ნარკოტიკული საშუალება — ისეთი პრეპარატი, რომელიც განსაზღვრულია ფსიქოაქტიური ნივთიერებათა პირველ ჯგუფში და განეკუთვნება ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ნარკოტიკს, რომლის მოქმედება შეუქცევად დამოკიდებულებას იწვევს, რაც ოჯახში კონფლიქტების წარმოშობის პირდაპირი პროვოკატორია“, — განაცხადა რუსულ-ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

ქირურგი მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ — სერგეენკოს კოშმარული სიზმარი >>

აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებიც, რომლის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 74% მარიხუანის ლეგალიზების წინააღმდეგია. ამავე კვლევის მიხედვით, მარიხუანას დაკანონების მომხრეა მხოლოდ 18%.

მარიხუანას ლეგალიზაციის წინააღმდეგ გამოვიდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, რომელმაც თავისი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა რომ, საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების დაშვება ერის მიმართ მტრობას ნიშნავს.


ყველა ახალი ამბავი
0