საქართველოს მოსახლეობა მარიხუანას ლეგალიზების წინააღმდეგია

© AP Photo / Marcio Jose Sanchezმარიხუანის სიგარეტი
მარიხუანის სიგარეტი - Sputnik საქართველო
მარიხუანას ლეგალიზებას გამოკითხულთა 18%-მა დაუჭირა მხარი, გამოკითხვა ივნისის ბოლოს - ივლისის დასაწყისში ჩატარდა

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველოში მარიხუანას ლეგალიზების წინააღმდეგია გამოკითხულთა 74% — სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI).

ქირურგი მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ — სერგეენკოს კოშმარული სიზმარი >>

მარიხუანას ლეგალიზებას დაუჭირა მხარი რესპონდენტთა 18%-მა.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა საქართველოში 23 ივნისიდან 8 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა. ხოლო 31 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ „გირჩის“ წევრების ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის პარლამენტის წინააღმდეგ ერთობლივი სარჩელი დააკმაყოფილა, რითიც მარიხუანას მოხმარებისთვის ერთადერთი დარჩენილი ადმინისტრაციული სასჯელი — 500-ლარიანი ჯარიმა გააუქმა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს საკითხი — პიროვნების თავისუფალი განვითარების სფეროა.

ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
„ბრძოლა არა მარიხუანისთვის, არამედ თავისუფლებისთვის“ - ოპოზიცია გამარჯვებას ზეიმობს

გამოკითხვა პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა, სულ გამოიკითხა 2,9 ათასზე მეტი ადამიანი. ცდომილება 1,9%-ს შეადგენს.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მან მარიხუანას მხოლოდ და მხოლოდ მოხმარების ლეგალიზება მოახდინა. უკანონო შეძენა-შენახვის შემთხვევაში სასჯელი კვლავ მოქმედებს.  თუ ეს არის 5 გრამამდე გამხმარი და 10 გრამამდე ნედლი მარიხუანა, გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

თუ საუბარია დიდი ოდენობით მარიხუანაზე, ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრება. ამასთან საპატიმრო სასჯელი არ გამოიყენება, თუ ადამიანმა 70 გრამამდე მშრალი და 100 გრამამდე ნედლი მარიხუანა შეიძინა ან შეინახა.

საქართველოში ნარკოტიკების, მათ შორის, მარიხუანის რეალიზაცია ისევ ერთ-ერთ მძიმე დანაშაულად რჩება.

 

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური