„ბრძოლა არა მარიხუანისთვის, არამედ თავისუფლებისთვის“ - ოპოზიცია გამარჯვებას ზეიმობს

© FB / Girchiოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე
ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა საკონსტიტუციო სასამართლოს მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებისთვის მადლობა გადაუხადა

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზაციისთვის ბრძოლაში მორიგ გამარჯვებას ზეიმობს.

მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმაც გაუქმდა >>

ორშაბათს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ „გირჩის“ წევრების ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის პარლამენტის წინააღმდეგ ერთობლივი სარჩელი დააკმაყოფილა, რითიც მარიხუანის მოხმარებისთვის ერთადერთი დარჩენილი ადმინისტრაციული სასჯელი — 500-ლარიანი ჯარიმა გააუქმა.

„მინდა მადლობა გადავუხადო საკონსტიტუციო სასამართლოს და მიგილოცოთ იმათ, ვისაც ეს გაუხარდა, და იმათ, ვისაც არ ესმის და არ უხარია, რომ ჩვენ დღეს ვცხოვრობთ გაცილებით უკეთეს ქვეყანაში, ვიდრე აქამდე ვცხოვრობდით. ეს არ იყო მარიხუანისთვის ბრძოლა, ეს იყო ბრძოლა ადამიანის თავისუფლებისთვის, და გვიხარია, რომ ეს ბრძოლა კიდევ ერთხელ მოვიგეთ“, — განაცხადა ჯაფარიძემ ბრიფინგზე.

მარიხუანა - Sputnik საქართველო
საქართველოში მარიხუანის ლეგალიზება მიუღებელია - წმიდა სინოდის სხდომის შედეგები

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანის თავისუფლების უფლება სრულად დაიცვა.

„საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს თქვა ის, რომ თუ ადამიანის ქმედება სხვა ადამიანებს არ აყენებს ზიანს, მაშინ ადამიანს აქვს უფლება, გააკეთოს ის, რაც მას სურს, ანუ კიდევ ერთხელ გაავლო ხაზი, სად გადის ადამიანის თავისუფლების ზღვარი, და სად არის ის სფერო, რომელშიც სახელმწიფოს შეუძლია ჩაერიოს“, — განაცხადა ჯაფარიძემ.

მან აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ საქართველო რეგიონში მოწინავე პოზიციებზე გადაიყვანა.

„საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც მარიხუანას მოხმარება არის სრულად ლეგალური, ანუ მარიხუანას მოხმარებისთვის ვერც სისხლის სამართლით, ვერც ადმინისტრაციულად ვეღარ დასჯიან. ამისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მინდა მადლობა გადავუხადო“, — განაცხადა ჯაფარიძემ.

მან ასევე გამოთქვა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, ვინ დაზარალდება ყველაზე მეტად სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების გამო.

„საკონსტიტუციოს დღევანდელი გადაწყვეტილებით ყველაზე დიდი დარტყმა მიადგა ქვეყანაში არსებულ ნარკოკარტელებს, რომლებიც ძალიან დიდ ფულს შოულობენ სააფთიაქო ნარკომანიით თუ სინთეტიკური ნარკოტიკებით ვაჭრობით. ასეთი დარტყმა მათთვის სახელმწიფოს ჯერ არ მიუყენებია, და ეს ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმაა“, — განაცხადა ჯაფარიძემ.

ბერა ივანიშვილმა მარიხუანას ლეგალიზაციის მხარდასაჭერად კლიპი გამოუშვა >>

საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მხოლოდ და მხოლოდ მოხმარების ლეგალიზება მოახდინა. უკანონო შეძენა-შენახვის შემთხვევაში სასჯელი კვლავ მოქმედებს.  თუ ეს არის 5 გრამამდე გამხმარი და 10 გრამამდე ნედლი მარიხუანა, გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

თუ საუბარია დიდი ოდენობით მარიხუანაზე, ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრება. ამასთან საპატიმრო სასჯელი არ გამოიყენება, თუ ადამიანმა 70 გრამამდე მშრალი და 100 გრამამდე ნედლი მარიხუანა შეიძინა ან შეინახა.

საქართველოში ნარკოტიკების, მათ შორის, მარიხუანის რეალიზაცია ისევ ერთ-ერთ მძიმე დანაშაულად რჩება.

 

ყველა ახალი ამბავი
0