რაზე ოცნებობენ „სიკეთის ქალაქის“ შვილები

გამოწერა
ბავშვური სამყარო, რომელიც ნათელი ფერების ნაცვლად შავ–თეთრია... სურვილები, რომელიც ყოველღდიურობამ შთანთქა... მათი ოცნებები პურზე, ნიორზე, ხახვსა და შაქარზეა... ისინი ბევრს არ ითხოვენ, მათ უბრალოდ შიათ...

მათ ოცნებებს კი „სიკეთის ქალაქი“ ასხამს ფრთებს, რომელიც ცდილობს ჩემი, შენი თანადგომით ამ ადამიანების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას. ვინ არიან „სიკეთის ქალაქის“  მესვეურები, ამის შესახებ საინიციატივო ჯგუფის დამფუძნებელი ნანა შველიძე მოგითხრობთ:

– ნანა, რატომ გაგიჩნდათ იდეა შეგექმნათ საინიციატივო ჯგუფი?

– ვფიქრობ, რომ თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა ვაკეთოთ სიკეთე და დავეხმაროთ ერთმანეთს. ამ მხრივ გამონაკლისი არც მე ვარ…

– ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ერთი იდეის გარშემო გაერთიანდით?

– ესენი ჩემი ოჯახი არიან – მეუღლე და შვილები, მათი დახმარების გარეშე ვერაფერს შევძლებდი. 

© photo: courtesy of Nana Shvelidzeნანა შველიძის მიერ შექმნილი სიკეთის ქალაქის ლოგო
ნანა შველიძის მიერ შექმნილი სიკეთის ქალაქის ლოგო - Sputnik საქართველო
ნანა შველიძის მიერ შექმნილი სიკეთის ქალაქის ლოგო

– რატომ სახელი — „სიკეთის ქალაქი“?

– ასეთ  მასშტაბზე გასვლას არ ვფიქრობდით, ჩვენი  რესურსიდან გამომდინარე,  მხოლოდ თბილისზე ვიყავით კონცენტრირებული. სწორედ ამიტომ გვინდოდა დედაქალაქი გვექცია სიკეთის ქალაქად. გამოვიდა სიკეთის ქვეყანა და ძალიან გვიხარია.

– ყველა ინიციატივას, წამოწყებას თავიდან სირთულე ახლავს. გამონაკლისი, ალბათ, თქვენც არ იყავით…

– რა თქმა უნდა, დასაწყისში რამდენიმე სირთულეს წავაწყდით – ხალხის უნდობლობა, შეგროვებული თანხის თუ ნივთების სიმცირე, მაგრამ ამისთვის მზად ვიყავით. დიდი გზა გამოვიარეთ აქამდე და ნაბიჯ-ნაბიჯ შევაგროვეთ ის რესურსი, რაც ახლა გვაქვს. თავიდან საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება არ გვქონია, რამდენიმე ოჯახს იმით დავეხმარეთ, რაც ოჯახში ან მეგობრებში მოვიძიეთ.. თუმცა, ჩვენთან ერთად იყვნენ სრულიად უცხო ადამიანებიც, რომლებიც დღემდე ეხმარებიან ამ ადამიანებს. 

სათამაშოების ყუთი „ბიბლუს გალერიში“ - Sputnik საქართველო
„გააჩუქე სათამაშო“ - ბავშვების ახდენილი ოცნება

– როგორც ვიცი ემიგრანტები აქტიურად არიან ჩართული ამ პროექტში, ერთ-ერთ ოჯახს სახლიც კი გადასცეს. გვიამბეთ ამის შესახებ…

– ემიგრანტებს უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა ასეთი დიდი თანადგომისათვის. ერთ-ერთმა ემიგრანტმა გიგა ჭიკაძემ (კინგ-ბოქსიორმა ამერიკიდან) ნათია კაპანაძეს და მის ოჯახს სახლი უყიდა და აჩუქა. მათ უკვე ყველაფერი აქვთ: საკვები, ტანსაცმელი, საოჯახო ტექნიკა და ემიგრანტების გზავნილი ყოველთვიურად. არც კი ვიცი, როგორ გადავუხადო მადლობა ამ ადამიანს. მისი გულისხმიერებისა და თანადგომის წყალობით,  ოჯახმა უდიდეს  გაჭირვებას დააღწია თავი.  ნათიას უკვე  აღარ უწევს დაკაწრული ხელებით ცხოვრება და საჭმელზე ფიქრი, ნერვიულობა.

–თითოეული ბავშვი ცალკე სამყაროა ოცნებებითა და იმედებით… რა სურვილები აქვთ ამ ბავშვებს?

– თითოეული მათგანი პირველ რიგში საჭმელს ითხოვს. მათი ყოველდღიურობა განსხვავებულია, მდგომარეობა უკიდურესია, ბავშვებს მხოლოდ ხახვი და პური აქვთ სადილად და ვახშმად, ხანდახან კი ხახვიც ფუფუნებაა. სათამაშოების ხსენებისას ყველას ველოსიპედზე უნათდება თვალები და გულანთებულები მთხოვენ. მათი სურვილის შესრულება და იმ ნივთის შეძენა,  რაც ყველაზე მეტად უნდათ,  უდიდესი ბედნიერებაა. გაბრწყინებული და ბედნიერი თვალებისთვის ღირს ის, რასაც ვაკეთებთ მე, ჩემი ოჯახი და ამდენი კეთილი ადამიანი. 

„თმები მოვიჭერი და გავყიდე, სახლში საჭმელი რომ გვქონოდა'' — 12 წლის ანა გალდავა.  „ერთი ჭიქა რძე და პური, სხვა საჭმელი არაფერია — ვასო ღვინიანიძე.  „სხვა რა გზა მაქვს, მშივრები ვართ..''..12 წლის ჯიმი ფრუიძე…. ეს იმ ადამინების მცირე ჩამონათვალია,  რომელთა ცხოვრებაც „სიკეთის ქალაქმა“  შეცვალა.

– არის ისეთი სურვილები რომლებმაც გაგაკვირვეს?

– ერთადერთი შემთხვევა, რომელიც არასდროს არ დამავიწყდება იყო სოფელ კაჭრეთში, მეგრელიშვილების ოჯახში. პატარა 10 წლის ანიმ კითხვაზე — თუ რას ინატრებდა ყველაზე მეტად? გვიპასუხა: ბევრი ხახვი და ნიორი მინდაო. ასეთი პასუხი ხუმრობად ჩავუთვალე, მაგრამ მისმა 15 წლის დამ მითხრა, რომ „არ ხუმრობს, მართალს ამბობს, რადგან ხახვი, ნიორი და პურია ჩვენი ძირითადი საჭმელი და ანიმ სხვა საჭმელის არსებობა თითქმის არ იცის". ეს იყო დღე, რომელიც არასდროს დამავიწყდება… მე პირველად შემრცხვა რომ სახლში საჭმელი მქონდა.

– ვინ გეხმარებთ ოცნებიბის ასრულებაში?

– ჩვენს ქვეყანაში უამრავი კარგი და კეთილი ადამიანია, რომლებიც ამ ბავშვების და მოხუცების დახმარებაში მონაწილეობენ. თითოეულმა მათგანმა იცის, რომ მათგან გაღებული მცირედიც კი ამ ოჯახებისათვის სასწაულის ტოლფასია. ეს ხალხის სიკეთეა! დიდი მადლობა ყველას ამ ნდობისათვის. ჩვენ ხალხის სიკეთის კურიერები ვართ. შეგვიძლია ვიამაყოთ ქართველებმა ერთმანეთით. გასაჭირში მყოფ ადამიანებს უყურადღებოდ აღარავინ ტოვებს. 

აიდანის ბადიროვი - Sputnik საქართველო
რით ირჩენს თავს საქართველოს 14 წლის ჩემპიონი აიდანის ბადიროვი

– რა ფორმით ხდება საჩუქრების გადაცემა?

– ეს არ არის საჩუქრები. სოციალურ ქსელში ვიდეოს გავრცელების შემდეგ ჩემს ნომერზე რეკავს უამრავი ადამიანი, ასევე გამოცხადებულ ანგარიშზე ირიცხება საკვებისათვის თანხა.. მაქსიმუმ 2-3 დღეში უკვე გროვდება ეს დახმარება, რომელიც მე ჩემი მანქანით (თუ საჭირო გახდა ტრანსპორტის დამატება, ამაში მოხალისეები მეხმარებიან) მიმაქვს კონკრეტულ ოჯახში.  საზოგადოებას ყოველთვის აქვს ინფორმაცია,  რომელსაც ვიდეოს სახით ვაწვდით  თუ რა შევძელით ერთმანეთის თანადგომით.

– როგორ პოულობთ ამ ოჯახებს?

– ჩვენ ვირჩევთ რეგიონს და  შემდეგ სათითაოდ ყველა სოფელს ვამოწმებთ, რომ თითოეული უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი უყურადღებოდ არ  დაგვრჩეს. ადგილობრივი მაცხოვრებლები გვასწავლიან გზას და ადგილზე უკვე სიტუაციას ვნახულობთ. სრულიად გაუფრთხილებლად მივდივართ, ვიღებთ და შემდეგ უკვე იწყება მათი დახმარების შეგროვება.

– გაგვიზიარეთ სამომავლო გეგმები…

— სამომავლოდ უამრავი იდეა და გეგმა გვაქვს, უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ აქციის ჩატარებას სახელწოდებით „ჩემი სიკეთე შენამდე მოვა!".  ვეცდებით თბილისის ყველა რაიონში შევაგროვოთ საკვები და დატვირთული მანქანებით დავიძრათ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, შევიდეთ სოფლებში და უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს, განურჩევლლად მათი სოციალური სტატუსისა,  დავურიგოთ დახმარება. რაც შეეხება შეგროვებული პროდუქტის ტრანსპორტირებას — ძალიან ბევრი ადამიანი გვწერს და გვთავაზობს უსასყიდლოდ დახმარებას. მართალია, „სიკეთის ქალაქი" საინიციატივო ჯგუფია სოციალურ  ქსელში, ეს არ არის ორგანიზაცია ან ფონდი, მაგრამ ხალხის ერთიანობის შედეგად ერთი წლის განმავლობაში 122 ოჯახს დავეხმარეთ. მე პირადად, მჯერა, რომ ერთად ერთმანეთის გადარჩენას შევძლებთ!

ნინი რაზმაძე

ყველა ახალი ამბავი
0