ნინი რაზმაძე
- აიდანის, რამდენი ხანია რაც საქართველოში ჩამოხვედი?
— 10 წელია რაც აქ ვცხოვრობთ, ოჯახთან ერთად ჩამოვედი, მანამდე ბაქოში ვცხოვრობდით. ოთხი წლის რომ ვიყავი, მამა საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად, შემდეგ კი ჩვენც ჩამოვედით.
- მოგწონს საქართველო?
— აქ დავიდვარ ჭიდაობაზე, აქ გავიზარდე, აქ მივეჩიე ცხვორებას. არ ვამბობ, რომ აზერბაიჯანი ცუდია, ისიც ჩემი ქვეყანა, მაგრამ საქართველო უფრო მიყვარს. საქართველოდან არასდროს წავალ.
- შენს ოჯახზე მომიყევი?
— დედ-მამა და სამი და მყავს, ერთ-ერთი ჩემთან ერთად ვარჯიშობს, ისიც მოჭიდავეა — საქართველოს მესამე პრიზიორი გახდა თვისუფალ ჭიდაობაში. დედა ავად არის, ეპილეფსია აქვს, მამა სულ მუშაობს დედას წამლები რომ არ მოაკლდეს. ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ და თვეში 100 ლარს ვიხდით.
- სკოლაში არ დადიხარ?
— არა, არასდროს მივლია სკოლაში, თუმცა ძალიან მინდა რომ ვიარო, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვახერხებ.
- შენც მუშაობ?
— ადრე მე და ჩემი და ვმუშაობდით ერთად. როდესაც ვიგრძენი და მივხვდი თუ როგორ გვიჭირდა, ჩემს 13 წლის დას ვუთხარი და ვაშლის და ლიმონის გაყიდვა დავიწყეთ. დეზეტირების ბაზარში ვყიდულობდით და მერე ვყიდიდიით. დღეში დაახლოებით 5-7 ლარს ვშოულობდით.
- როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ხალხმა გაგიცნო?
— ხალხი ძალიან დაგვეხმარა. გვითხრეს, რომ აღარ გვემუშავა ბაზარში და დაგვეხარებოდნენ. მითხრეს თქვენ ივარჯიშეთ და ჩვენ დაგეხმარებითო, მანამდე არსად გვიმუშავია. აკა სინჯიკაშვილი დამეხარა, საჭმელი და ტანსაცმელი გვიყიდა.
- რთული არ იყო სიცივეში მთელი დღე ლიმონის გაყიდვა?
— თავიდან ცოტა გვიჭირდა, მაგრამ უკვე მივეჩიეთ. როცა სიცივე იყო ჩემ დას ჩემს ქურთუკს ვაძლევდი რომ არ შეციებოდა. ხალხი გვეუბნებოდა — რატომ ყიდით, წადით იმუშავეთო, მაგრამ ჩემთვის ისიც მუშაობა იყო.
- რატომ დაინტერესდი თავისუფალი ჭიდაობით?
— მამაჩემი ბაქოში მწვრთნელი იყო. ხშირად ერთად ვუყურებდით ჭიდაობას, მომეწონა და გადავწყვიტე მეც მევლო.
- რამდენი ხანია რაც ვარჯიშობ?
— თვიდან მამაჩემა დამაწყებინა ვარჯიში, შემდეგ ბათუმში ვჭიდაობდი, ხუთი წელია რაც თბილიში ვვარჯიშობ და დღეს მწვრთნელიც მყავს.
- ემოციები, რომელიც პირველ შეჯიბრზე გასვლის წინ გქონდა?
— თავიდან ქულებს რომ ვკარგავდი, ვნერვიულობდი და ვტიროდი, მერე მამაჩემი სახლში მიხსნიდა და მისწორებდა ჩემს დაშვებულ შეცდომებს. მაჩვენებდა როგორ უნდა გამეკეთებინა სწორად ილეთები. ბევრმა ვარჯიშმა შედეგი გამოიღო და ჩემპიონი გავხდი.
- კვირაში რამდენი დღე ვარჯიშობ?
— დასვენების ერთადერთი დღე მაქვს კვირა, დანარჩენ დღეებში ვარჯიშზე დავდივარ. ვასო კოტორაშვილია ჩემი მწვრთნელი, ძალიან ყურადღებიანია, კარგად მავარჯიშებს და ძალიან მომწონს.
- ყოველ დღე ამხელა გაზაზე სიარული სავარჯიშოდ რთული არ არის?
— მიყვარს ჭიდაობა და იმის გაკეთება რაც გიყვარს, რთული არ არის.
- საქართველოს სახლით ასპარეზობ — შენს გამარჯვებებზე მოგვიყევი?
— ბაქოში ვიყავით, აზერბაიჯანული პასპორტი მქონდა, რის გამოც მითხრეს, რომ საქართველოს სახელით ვერ ვიასპარეზებდი. მწვრთნელს ვუთხარი, რომ ან საქართველოს სახელით გამოვიდოდი ან საერთოდ არ ვიჭიდავებდი. საბოლოო ჯამში მაინც ჩემი გავიტანე, 42 კგ წონით კატეგორიაში გამოვედი, 4 შეხვედრა მოვიგე და ჩემპიონი გავხდი.
- შენი ერთი დღე როგორია?
— ძირითადად, ჭიდაობით ვარ დაკავებული — დილით სახლში ვვარჯიშობ, შემდეგ დარბაზში მივდივარ სავარჯიშოდ, სულ ეს არის.
- რაზე ოცნებობ?
— მინდა ბევრ წარმატებას მივაღწიო სპორტში, ვოცნებობ რომ მსოფლიო ჩემპიონი გავხდე და ოჯახს დავეხმარო. მოჭიდავე უნდა გამოვიდე, ესაა, რაც მიყვარს და მომწონს.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, თურქეთში უნდა წავიდე შეჯიბრზე, შემდეგ კი რუსეთსა და ირანში. შეიძლება ითქვას, წინ ბევრი სიახლე და საინტერესო შეჯიბრი მელოდება.