ცესკო ეს–ესაა, არჩევნებისთვის მზადებას შეუდგა, ოპოზიცია კი უკვე უკმაყოფილოა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ცესკომ შაბათს გამართა სხდომა, რომლის მიმდინარეობისას პრაქტიკულად ყველა საოლქო საარჩევნო კომისია დააკომპლექტა

თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) კონკურსის შედეგებით საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 73–დან 72 საოლქო საარჩევნო კომისია დააკომპლექტა.

საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნების თარიღი 1 აგვისტოს გამოაცხადა. ეს 28 ოქტომბერია. ამის შემდეგ ცესკო აქტიურ მზადებას შეუდგა. საარჩევნო კომისიებს მოუწევთ სრულად დააკომპლექტონ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები და ყველაფერი მოამზადონ კენჭისყრისთვის.

ცესკომ შაბათის სხდომაზე აირჩია საოლქო საარჩევნო კომისიებისდროებითი წევრები, რომლებიც არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე იმუშავებენ.

ვაკანტურ ადგილებზე 173 კანდიდატი იყო წარდგენილი. ვერ მოხერხდა მხოლოდ გარდაბნის საარჩევნო კომისიის წევრის დამტკიცება, ამიტომ კონკურსი იქ ხელმეორედ ჩატარდება.

გრიგოლ ვაშაძე - Sputnik საქართველო
ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" შეიძლება პრეზიდენტობის კანდიდატი შეცვალოს

საოლქო კომისიების დაკომპლექტების პროცესით უკმაყოფილოა ცესკოში „ერთიანი ნაცონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დავით კირთაძე.

„ცესკო ჩქარობს უსამართლო გადაწყვეტილების მიღებას, რადგან საოლქო საარჩევნო კომისიაში დროებითი წევრი შეირჩეს ასე, სასწრაფო წესით“, – განაცხადა კირთაძემ ტელეკომპანია Rustavi2–ის ეთერში.

მისი თქმით, ასეთ მოკლე ვადებში ცესკომ ვერ შეძლო ყველა კანდიდატთან ინდივიდუალური გასაუბრება, ამიტომ გადაწყვეტილება არ შეიძლება ობიექტური იყოს.

ცესკო, თავის მხრივ, ირწმუნება, რომ საოლქო კომისიების დამატებითი წევრების დანიშვნის პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იყო და მას სამი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდებოდა.

წინასაარჩევნო კამპანია 29 აგვისტოს დაიწყება, ხოლო კანდიდატების რეგისტრაცია ოფიციალურად – 8 სექტემბერს.

არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს: 11 პარტიის კანდიდატმა, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, „ერთიანი ნაციონალური მორაობის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძემ, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „მშენებლობის მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშილმა, პარტია „გირჩის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, მოძრაობის „ქართული მარში“ ერთ–ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტიის „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ერთ–ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

„ჩვენი პროგნოზები ყოველთვის მართლდება" — მმართველი პარტია გამარჯვებაში დარწმუნებულია>>

მმართველ პარტიას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია.

მასმედიაში აქტიურად განიხილება ვერსია, რომ მმართველი პარტია ფსონს პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატზე, საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ სალომე ზურაბიშვილზე გააკეთებს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0