„ჩვენი პროგნოზები ყოველთვის მართლდება" - მმართველი პარტია გამარჯვებაში დარწმუნებულია

© Sputnik / Alexander Imedashviliირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებას" მოსახლეობის ნახევარი უჭერს მხარს

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. მმართველი პარტია საპრეზიდენტო არჩევნების წინ პარტიების რეიტინგის შესახებ აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს სერიოზულად არ აღიქვამს

გამოკითხვის შედეგებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატისთვის ხმის მისაცემად მზად არის მოსახლეობის 12%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატისთვის კი — 10%.

„ეშმაკური სვლა — ცნობილია, რატომ დუმს „ქართული ოცნება" არჩევნების წინ">>

გამოკითხვის ჩატარების პერიოდში თავისი კანდიდატი დასახელებული არცერთ ზემოაღნიშნულ პარტიას არ ჰყავდა. "ნაციუონალურმა მოძრაობამ" და კიდევ ცხრა პარტიამ არჩევანი საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ გრიგოლ ვაშაძეზე შეაჩერეს, ხოლო მმართველ პარტიას კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია.

„გვაქვს ჩვენი შიდა კვლევები, რომლებსაც ვეყრდნობით, როცა ვაფასებთ წინასაარჩევნო პოზიციებს. ეს კვლევები უმეტესად აცდენილია CRRC-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს. შიდა კვლევების საფუძველზე კეთდება პროგნოზები და მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი პროგნოზები ყოველთვის მართლდება. ჩვენს კვლევებში არის ობიექტური სურათი და „ქართულ ოცნებას" მხარს უჭერს ამომრჩეველთა ნახევარი", — განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოკითხვა: მოსახლეობა მომავალ პრეზიდენტთან დაკავშირებით ჯერ ვერ გარკვეულა

NDI-ს გამოკითხვა კვლევის "საზოგადოების განწყობა საქართველოში" ფარგლებში ჩატარდა 23 ივნისი — 8 ივლისის პერიოდში, პირდაპირი ინტერვიუს გზით გამოიკითხა 2,9 ათასი ადამიანი. ცდომილება 1,9%-ს შეადგენს.

გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისთვის, რომელსაც ჯერ არ გაუმჟღავნებია თავისი გეგმები, ხმის მისაცემად მზად არის გამოკითხულთა 6%. ამდენივე მხარს უჭერს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს.

რესპონდენტების 4% მხარს უჭერს „ლეიბორისტების" ლიდერს, შალვა ნათელაშვილს. სხვა კანდიდატებმა მთლიანობაში 7% დააგროვეს.

კითხვაზე, გადაწყვეტილი აქვს თუ არა, ვის მისცემს ხმას, ხვალ რომ არჩევნები იყოს, რესპონდენტების 32%-მა უარყოფითად უპასუხა. არცერთ კანდიდატს არ უჭერს მხარს 15%. 9%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

მეორე ტურის შემთხვევაში ამომრჩეველი „ქართული ოცნების" კანდიდატს მისცემს უპირატესობას. რაც შეეხება ამჟამინდელ პრეზიდენტს, აქ პროცენტული განსხვავება ძალზე მცირეა (26% და 21%).

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0