ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" შეიძლება პრეზიდენტობის კანდიდატი შეცვალოს

© FB / Gregory Vashadzeგრიგოლ ვაშაძე
გრიგოლ ვაშაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს 11 ოპოზიციური პარტიის გაერთიანებამ საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოულოდნელი განცხადება გააკეთა

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. „ძალა ერთობაშია" — 11 ოპოზიციური პარტიის გაერთიანებამ, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის — საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის წარდგენიდან ორიოდე კვირის შემდეგ მზადყოფნა გამოთქვა, თავის გადაწყვეტილებებში ცვლილებები შეიტანოს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გრიგოლ ვაშაძემ ამომრჩეველთან შეხვედრა უკვე დაიწყო.

„ჩვენ შევქმენით გაერთიანება „ძალა ერთობაშია", რომელშიც 11 სუბიექტი შედის. დღეს მინდა კიდევ ერთხელ შევთავაზო სხვა ოპოზიციურ პარტიებს, გავერთიანდეთ და დავიწყოთ ხელისუფლების შეცვლის პროცესი. ხალხს ყელში ამოუვიდა ივანიშვილი და „ქართული ოცნება". გაჭირვება, უმუშევრობა, პრობლემები… საზოგადოება ჩვენს ერთობას მოითხოვს", განაცხადა პარტია „ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
„ჩვენი პროგნოზები ყოველთვის მართლდება" - მმართველი პარტია გამარჯვებაში დარწმუნებულია

მან აღნიშნა, რომ ახალი კავშირისთვის ოპოზიციური პარტიების გაერთიანება მზად არის, შეცვალოს პრეზიდენტობის კანდიდატი.

„თუ თქვენ გაქვთ განსხვავებული მოსაზრება საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ, პრაიმერის მექანიზმით თქვენთან ერთად გამოვარჩიოთ საუკეთესო კანდიდატი, რომელიც გაიმარჯვებს არჩევნებზე", — განაცხადა ვაშაძემ.

ამ ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია პრეზიდენტობის ამჟამინდელ კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს.

მასმედიაში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ გაერთიანებაში შესული პარტიებიდან ზოგიერთი წინააღმდეგია, რომ ვაშაძე არჩევნებზე მეხუთე ნომრით გავიდეს, რადგან ეს ნომერი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირდება.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. კანდიდატების ოფიციალური რეგისტრაცია 8 სექტემბერს დაიწყება.

„ეშმაკური სვლა — ცნობილია, რატომ დუმს „ქართული ოცნება" არჩევნების წინ">>

მმართველ პარტიას „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" პრეზიდენტობის კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სანამ ოპოზიციამ კონკურენტის ვინაობა არ იცის, ეს „ქართული ოცნების" უპირატესობაა.

ყველა ახალი ამბავი
0