თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფერმასთან, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 12 დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
სამგზავრო ავტობუსი თბილისის მიმართულებით მოძრაობდა.
ადგილზე იმყოფება კრიმინალური და საპატრულო პოლიცია, სასწრაფო დახმარების ბრიგადებს დაშავებულები მცხეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულთა შორის 2 მცირეწლოვანია, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ავარიის მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.
უბედური შემთხვევის დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.