ავარია კასპში: სამგზავრო ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედიის ინფორმაციით, ავარიას მსხვერპლი მოყვა

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფერმასთან, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სამგზავრო ავტობუსი თბილისის მიმართულებით მოძრაობდა.

არსებული ინფორმაციით, ავარიას მსხვერპლი მოყვა. შემთხვევის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

ავარიის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

უბედური შემთხვევის დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.


ყველა ახალი ამბავი
0