იმედგაცრუება ციფრებში... ანუ საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი გათვლები...

© photo: Sputnik / Miho Neimanპრეზიდენტის სასახლე ავლაბარში
პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპრეზიდენტო არჩევნებამდე არასრული სამი თვით ადრე... არჩევნების თარიღი ცნობილია! მმართველი პარტია გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს... ამასობაში შანსები ითვლება,რას ფიქრობს ხალხი, ვის რა მოლოდინი აქვს?

მოლოდინი დასრულდა! საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული პასუხგაუცემელი კითხვების რაოდენობა ერთით შემცირდა. გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკური პარტიების, მესამე სექტორის და უცხოეთის ავტორიტეტული ორგანიზაციების მოწოდებები გაითვალისწინა და  გადაწყვეტილება მიიღო. სახელმწიფოს მეთაურს მთავრობა დაეთანხმა და გაცხადდა, რომ საქართველოს მოქალაქეები რიგით მეხუთე პრეზიდენტს, 28 ოქტომბერს აირჩევენ…

ეს თარიღი ჩვენთვის უცხო არ არის, ოცდარვა წლის წინათ, სწორედ ამ დღეს ჩატარდა ჩვენში მრავალპარტიული არჩევნები, რომელმაც დაასრულა კიდეც კომუნისტური მმართველობის ეპოქა… ისტორიული წიაღსვლები ახლა საჭირო არ არის. რას დაუსვამს წერტილს და რას მისცემს დასაბამს მომავალი არჩევნების შედეგი, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების გათვალისწინებით, განსაკუთრებული სიახლის იმედი არ უნდა გვქონდეს.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
ნანახის და გაგონილის გამო... ანუ ვის დარჩება „სამეფო ტახტი“...

არ დაგვავიწყდეს, რომ მინიმალურია სახელმწიფოს მეთაურის გავლენა ქვეყანაში მიმდინარე, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ პროცესებზე. მოსალოდნელია შეიცვალოს პარლამენტის და მთავრობის პრეზიდენტის ინსტიტუტთან თანამშრომლობის ხარისხი, კომუნიკაციის ფორმა და რიტორიკა…

შესაძლოა ბრძანოთ, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება არჩევნების შედეგზე, მომავალი პრეზიდენტის პარტიულ კუთვნილებასა და თავად პერსონაზე. ასეა ნამდვილად. მმართველი პარტია საპრეზიდენტო კანდიდატზე გადაწყვეტილებას მარიამობისთვის შუა რიცხვებამდე მიიღებს. ბიძინა ივანიშვილის მოსაზრება ცნობილია… „მაქვს პოზიცია, გუნდიდან საპრეზიდენტო კანდიდატი არ დავასახელოთ…“ პარტიის თავმჯდომარის შეფასებით, თუ მომავალი პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ რიგებიდან არ იქნება, ეს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას მხოლოდ ხელს შეუწყობს… გაითვალისწინებენ თუ არა პარტიის წევრები მათი ლიდერის პოზიციას, ამას მომავალში შევიტყობთ.

მანამდე კი, როგორც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით ირკვევა, გამოკითხულთა 41 პროცენტის აზრით, უკეთესი იქნება თუ საპრეზიდენტო არჩევნებს მმართველი გუნდის კანდიდატი არ მოიგებს. ასე, რომ პარტიის მიღმა ბიძინა ივანიშვილის პოზიციას საკმაოდ ბევრი იზიარებს. აქვე, იმასაც აღვნიშნავთ, რომ ამავე კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 35 პროცენტი თვლის, რომ უმჯობესია პარლამენტი, მთავრობა და პრეზიდენტი მმართველი პარტიის ხელში იყოს. NDI-ის კვლევის შედეგები მოვიშველიე და აქვე გეტყვით, რომ საველე სამუშაოები 23 ივნისიდან 8 ივლისის პერიოდში ჩატარდა ქვეყნის მასშტაბით. პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2409 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი 1.9 პროცენტია.

პრეზიდენტის ავლაბრის სასახლე - Sputnik საქართველო
ფიქრები ავლაბრის „შტაბკვარწირის“ მომავალ ბინადარზე... ანუ ვინც არ უნდა იყოს?!

წინამდებარე სტატიის თემატიკის გათვალისწინებით, თქვენს ყურადღებას გავამახვილებ კვლევის იმ  ნაწილზე, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებს ეთმობა.

როგორც გამოკითხულთა 12 პროცენტი აცხადებს, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს „ქართულ ოცნების“ კანდიდატს დაუჭერდა მხარს. 10 პროცენტით, მეორე პოზიცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს უკავია. მესამე-მეოთხე ადგილებს მოქმედი პრეზიდენტი და „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი იყოფენ თანაბარი მაჩვენებლებით, 6 პროცენტით.  საპატიო ხუთეულშია მშრომელთა პარტიის ლიდერი, მისი მაჩვენებელი 4 პროცენტია.

რესპონდენტთა 62 პროცენტი მიიჩნევს, რომ  ოპოზიციას საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა ჰყავდეს. ერთი ასეთი ალიანსი „ამსტერდამის დაჯგუფების“ სახით აკი შედგა კიდეც. გრიგოლ ვაშაძე ათი პოლიტიკური პარტიის კანდიდატია.

როგორც პოლიტოლოგები და ექსპერტ-ანალიტიკოსები აღნიშნავენ, კვლევის პოლიტიკურ ნაწილში ყველაზე საგულისხმო და დამაფიქრებელი ის მონაკვეთია, საიდანაც ირკვევა, რომ  გამოკითხულთა 74 პროცენტს გადაწყვეტილი არ აქვს, თუ ვის მისცემდა ხმას, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს. საერთო შეფასებით, მიუხედავად იმისა ვინ იზიარებს და ვინ არ ენდობა კვლევის შედეგებს, ეს ციფრი მიანიშნებს, რომ პოლიტიკურ პროცესებთან მოსახლეობის გაუცხოების და დისტანცირების ტენდენცია გრძელდება, უფრო მეტიც ღრმავდება, რაც  საგანგაშო გზავნილია პოლიტიკოსებისთვის… ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის მოსაზრებით, კვლევის შედეგებით დადასტურდა, რომ პოლიტიკურ ელიტაში ლეგიტიმური პოლიტიკური ძალა, თუ პოლიტიკური ფიგურა ფაქტობრივად არ არსებობს…

საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
„მცირე“ მთავრობა, „ამბიციური“ გეგმები და ქართული ეკონომიკის დილემა...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: „საშუალო სტატისტიკური ამომრჩეველი არჩევნების მიღმაა. ეს უკვე მეტყველებს პოლიტიკური ელიტის ძალიან ღრმა კრიზისზე. ამომრჩეველი საბოლოო ჯამში, ასეთ ნეგატიურ ვითარებაში ან საერთოდ არ მიდის არჩევნებზე, ან წარმოადგენს ე.წ. სამობილიზაციო რესურსს, რომელიც მზად არის, ერთჯერადად „გაიყიდოს“, რაღაცა სიკეთე მიიღოს. ამ ვითარებაში, ამ სამობილიზაციო რესურსის მოზიდვის მთავარი შანსი აქვს ხელისუფლებას, რადგან აღნიშნული სიკეთის მიცემის რესურსები მონოპოლიზებულია და მის ხელშია. არის ერთადერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება ხელისუფლებას ამ ელექტორატის მოზიდვაში ხელი შეუშალოს, ეს არის ზეპარტიული და არასდანდარტული პოლიტიკური ელიტის წრამომადგენელი…“

 ანალიტიკოსთა უმრავლესობა თანხმდება, რომ კვლევამ აჩვენა ამომრჩევლის მზარდი იმედგაცრუება არსებული პოლიტიკური კლასის მიმართ, თუმცა ერთი ნაწილი აღნიშნავს, რომ ამ ვითარებაშიც კი მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები პრეტენდენტთა რაოდენობის, მათი პოლიტიკური წონისა და წინასაარჩევნო კონფიგურაციის გათვალისწინებით ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული იქნება. 

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
პასუხისმგებლობას აცდენილი ძალაუფლება, ანუ ამბავი წასვლა-მოსვლისა

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე: „პრეზიდენტს ამჯერადაც ხალხი ირჩევს. შესაბამისად, მომავალი სახელმწიფოს მეთაურის ლეგიტიმაციის ხარისხი მაღალია. ეს ფაქტორი განაპირობებს სხვადასხვა პოლიტიკური ძალების სწრაფვას დაეუფლონ ამ თანამდებობას და თუნდაც უფლებებშეკვეცილი პრეზიდენტობის პირობებში პოლიტიკური დივიდენდები მოიპოვონ და გაიუმჯობესონ შანსები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის. სავსებით აშკარად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატი და მის უკან მდგომი პოლიტიკური ძალა ამ არჩევნებზე უკვე ცდილობენ სხვადასხვა მომცრო პოლიტიკური ჯგუფების შემომტკიცებას, რათა საპარლამენტო არჩევნების წინ შეიქმნან და გაიმყარონ ელექტორალური ბაზა. ვლინდება ჩვენი პოლიტიკისათვის დამახასიათებელი ტენდენციაც — გაერთიანება არა საერთო ღირებულებებისა და იდეოლოგიის, არამედ კონიუნქტურის საფუძველზე. ოპოზიციამ ვერც ამჯერად მოახერხა დიდი გაერთიანება და ერთიანი კანდიდატის წარდგენა…“

დასასრულ დავსძენ, რომ კვლევის ეს ნაწილი არ ავლენს, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი რა ტიპის და ორიენტაციის პოლიტიკურ ძალას ან ლიდერს დაუჭერდა მხარს… ეს ცალკე საუბრის თემაა…

ყველა ახალი ამბავი
0