ეშმაკური სვლა - ცნობილია, რატომ დუმს „ქართული ოცნება" არჩევნების წინ

© Sputnik / Alexander Imedashvili„ქართული ოცნების" ოფისი
„ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, თუ რატომ არ ჩქარობს მმართველი პარტია პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატის დასახელებას

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებას არ ჩქარობს, რადგან ჯერ კიდევ არის დრო წინასაარჩევნო კამპანიის მომზადებისთვის, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საპრეზიდენტო არჩევნები უკვე დაინიშნა — ის 28 ოქტომბერს გაიმართება. მაგრამ, კანონის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანია კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე დაიწყება.

„როდესაც ჩვენმა კონკურენტებმა არ იციან, ვინ არის ჩვენი კანდიდატი, ასეთ დროს გვაქვს ფარდობითი უპირატესობა, ეს არის უმარტივესი, წინასაარჩევნო კამპანიის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ არ გვეჩქარება კანდიდატის დასახელება, შეგვიძლია, აგვისტოს განმავლობაში მივიღოთ გადაწყვეტილება და ამის შემდეგ, დაახლოებით ორთვიანი პერიოდი გვექნება საარჩევნოდ მომზადებისთვის", — განაცხადა კობახიძემ.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოკითხვა: მოსახლეობა მომავალ პრეზიდენტთან დაკავშირებით ჯერ ვერ გარკვეულა

მიუხედავად იმისა, რომ მმართველ პარტიას პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია, ქართულ მასმედიაში აქტიურად განიხილება ვერსია, რომ „ქართული ოცნება" ფსონს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრზე, პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატზე, სალომე ზურაბიშვილზე დებს.

„განვიხილავთ ყველა შესაძლო ვარიანტს. არაერთი კანდიდატი იყო ნახსენები, მათ შორის პარტიულიც და არაპარტიულიც, თუმცა უნდა დაველოდოთ და დაფიქსირდება ჩვენი პოზიცია", — აღნიშნა კობახიძემ.

ვარაუდი იმის თაობაზე, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობისთვის რბოლაში მიიღებს მონაწილეობას, განამტკიცა ინფორმაციამ, რომ დამოუკიდებელმა დეპუტატმა საფრანგეთის მოქალაქეობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

„ინტრიგა ძალაშია — სალომე ზურაბიშვილი გეგმებს მოგვიანებით გააჟღერებს">>

შემოდგომაზე ქართველი ხალხი პრეზიდენტს, გამონაკლისის სახით, ექვსი წლის ვადით აირჩევს. ამის შემდეგ პრეზიდენტს უკვე პარლამენტი აირჩევს. ამას განახლებული კონსტიტუცია ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0