ინტრიგა ძალაშია - სალომე ზურაბიშვილი გეგმებს მოგვიანებით გააჟღერებს

© photo: courtesy of Salome Zourabichviliსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი კვირის განმავლობაში ოჯახური საქმეებით დაკავებას გეგმავს

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საგარეო ექს-მინისტრმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა პირობა დადო, რომ შემოდგომაზე დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი შესაძლო მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას საზოგადოებას ერთი კვირის შემდეგ გააცნობს.

სამშაბათს ინფორმაცია გავრცელდა, რომ ზურაბიშვილმა საფრანგეთის საელჩოს ამ ქვეყნის მოქალაქეობის დათმობის მოთხოვნით მიმართა. აღნიშნულმა ფაქტმა კიდევ უფრო გაამყარა ვარაუდი იმის თაობაზე, რომ იგი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. კანონით, პრეზიდენტს საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ უნდა ჰქონდეს.

უსუფაშვილი: საქართველოს პრეზიდენტს მეორე ვადით კენჭისყრა არ სურს>>>

„ყველას დიდი მადლობა მოთმინებისთვის. ჟურნალისტები არ მიწყენენ, რომ ეს ერთი კვირა გადავერთე
ოჯახურ საქმეზე და ერთკვირაში კი უკვე თქვენი ვიქნები… და კითხვებზე გავცემ პასუხებს… „ცოტა კიდევ მოითმინე გულო…"", — დაწერა ზურაბიშვილმა Facebook-გვერდზე.

თბილისი - Sputnik საქართველო
შერიგება არ შედგა – „ნაცმოძრაობამ" და „ევროპულმა საქართველომ" ერთმანეთს ომი გამოუცხადეს

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. თარიღი პრეზიდენტმა — გიორგი მარგველაშვილმა უნდა გამოაცხადოს. ასევე უცნობია, ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" და საერთოდ, ეყოლება თუ არა მას კანდიდატი.

მედიის მტკიცებით, ზურაბიშვილი მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება.

გასულ კვირას „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა თანაპარტიელებს დამოუკიდებელი კანდიდატისთვის მხარდაჭერა შესთავაზა. და თუ ეს არ მოხდება, მაშინ საპრეზიდენტო სავარძელი ოპოზიციური პარტიის კანდიდატს დაუთმოს.

სალომე ზურაბიშვილი 1952 წელს პარიზში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი და აშშ-ში კოლუმბიის უნივერსიტეტი. ეკავა მაღალი თანამდებობები საფრანგეთის დიპლომატიურ სამსახურში.

თბილისი, ევროპის მოედანი - Sputnik საქართველო
ბოტი და ოფისი ბორბლებზე - საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი

ზურაბიშვილი საქართველოში 2003 წელს, საფრანგეთის ელჩის სახით ჩამოვიდა, ხოლო 2004 წელს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ჩაიბარა. პოსტი წელიწადნახევრის შემდეგ დატოვა და 2005 წლის ნოემბერში შექმნა ოპოზიციური პარტია „საქართველოს გზა".

2010 წლის ნოემბერში ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიდის ქართული პოლიტიკიდან. ის სათავეში ჩაუდგა გაეროს იშიშროების საბჭოს კომისიას ირანის წინააღმდეგ სანქციების საკითხებში.

ამჟამად ზურაბიშვილი ერთადერთი დამოუკიდებელი დეპუტატია მეცხრე მოწვევის პარლამენტში.

ყველა ახალი ამბავი
0