შერიგება არ შედგა – „ნაცმოძრაობამ" და „ევროპულმა საქართველომ" ერთმანეთს ომი გამოუცხადეს

გამოწერა
პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და „ევროპულმა საქართველომ" კონკურენტად მმართველი პარტია კი არა, ერთმანეთი აირჩიეს

ერთ დროს მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თანამებრძოლებმა, ამ დროისთვის კი ორი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბრიუსელში მიღწეული შეთანხმების – შესაძლებლობის შემთხვევაში ერთმანეთის დახმარება, ურთერთთანამშრომლობა და არა ბრძოლა – შესრულება ვერ შეძლეს.

რა ხდებოდა კულისებს მიღმა უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ პარტია „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრების კრიტიკა 10 ოპოზიციური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, „ნაცმოძრაობის" წევრმა გრიგოლ ვაშაძემ დაიწყო. გაერთიანებული ოპოზიციის რიგებში „ევროპელები" არ არიან.

ბოტი და ოფისი ბორბლებზე — საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი>>>

ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის" საკმაოდ ახალგაზრდა პარტიაა, რომელიც „ნაცმოძრაობიდან" წასულმა ავტორიტეტულმა პოლიტიკურმა ფიგურებმა დააფუძნეს. „ევროპელებმა" არჩევნებზე, რომელიც შემოდგომაზე გაიმართება, ფსონი პარლამენტის ექს–სპიკერ დავით ბაქრაძეზე გააკეთეს.

ბაქრაძე 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" იყრიდა. ენმ–ს იმედი ჰქონდა, რომ მიხეილ სააკაშვილის მემკვიდრე სწორედ ბაქრაძე გახდებოდა, მაგრამ მან ხმების 20%–ზე მეტის დაგროვება შეძლო და წარმატება მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების" წარმომადგენელ გიორგი მარგველაშვილს დაუთმო.

ვაშაძე – პირველი

დღეისთვის ქვეყანაში მთავარ ოპოზიციურ პარტიებად ენმ და „ევროპული საქართველო" ითვლება, თმცა, არსებობს კიდევ ერთი საპარლამენტო პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი".

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილი თავის გუნდზე გულაყრილია – რომელი პოლიტიკური ძალა გადაიბარებს ხელისუფლებას?

„არც ვიცი რა ვუთხრა, ახლა ძალიან "ევროპულ საქართველოს" რომ ეძახიან თავის თავს, ყველაფერი უბედურება რომ მაგათი გაკეთებულია და მერე გავიდნენ პარტიიდან და ჰგონიათ ხალხს დაავიწყდება ეს უბედურება ვისი გაკეთებული იყო, ის შეცდომები და დანაშაულები", – განაცხადა ვაშაძემ კახეთში ამომრჩეველთან შეხვედრაზე.

ვაშაძის განცხადებამ „ევროპული საქართველოს" წარმომადგენლების გაღიზიანება გამოიწვია. ყოფილი თანამებრძოლის ბრალდებებზე კომენტარისას, დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური წარსულისკენ ხელის გაშვერა „უღირსი საქციელია".

„სამწუხაროდ, ვაშაძე უპასუხისმგებლო ადამიანი აღმოჩნდა. ის ვერ ხვდება, რომ ამით „ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს. ოპოზიციას შორის დაძაბულობა, ერთმანეთზე თავდასხმები „ქართული ოცნების" თამაშში ჩართვას ნიშნავს", – განაცხადა ნადირაშვილმა.

„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო პოსტს თმობს?>>>

ვაშაძის მხრიდან ოპონენტებში კრიტიკა 11 ივლისს მიღწეული შეთანხმების დარღვევაა, განაცხადა „ევროპელების" ერთ–ერთმა წევრმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ.

„გრიგოლ ვაშაძემ დაარღვია შეთანხმება, რომელიც ბრიუსელში „სახალხო პარტიის" ეგიდით „ევროპულმა საქართველომ" და „ნაცმოძრაობამ" გააფორმა და რომელიც ითვალისწინებს, რომ ჩვენ ერთმანეთს არ დავესხმოდით თავს. თუმცა, პირველივე შესაძლებლობისას მან ჩვენი ჭუჭყში ამოსვრა დაიწყო", – განაცხადა კახიძემ ჟურნალისტებთან.

ბრიუსელში ხელმოწერილი შეთანხმება სამი პუნქტისგან შედგება. პარტიები შეთანხმდნენ მხარი დაუჭირონ მეორე ტურში გასულ ერთმანეთის კანდიდატს; საპრეზიდენტო კამპანიის დროს, მიზნად არ დაისახონ ერთმანეთს შორის არსებული განსხვავებები; პირველ და მეორე ტურში მაქსიმალურად მოახდინონ ამომრჩევლის მობილიზება, რადგან ხელისუფლების ცვლილების გზა არჩევნებია.

ივანიშვილის ჩანაფიქრი სრულდება?

როდის და რა არჩევანს გააკეთებს ქართველი ამომრჩეველი – ჯერჯერობით უცნობია. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არჩევნების თარიღის გამოცხადებას, მმართველი პარტია კი საკუთარი კანდიდატის დასახელებას არ ჩქარობს.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: არ ვაპირებ ივანიშვილის ზოოპარკის ნაწილი ვიყო და პინგვინის როლი ვითამაშო

და ყოველივე იმის ფონზე, რომ გასულ კვირას „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა თანაპარტიელებს დამოუკიდებელი კანდიდატისთვის მხარდაჭერა შესთავაზა. და თუ ეს არ მოხდება, მაშინ საპრეზიდენტო სავარძელი ოპოზიციური პარტიის კანდიდატს დაუთმოს.

ადვოკატ ზურაბ ჯორბენაძის აზრით, „ქართული ოცნების" დამფუძნებელს ორ ძირითად ოპოზიციურ მოთამაშეებს შორის დაძაბულობის ტემპერატურის აწევა სურს.

„ივანიშვილი გამოვიდა და თქვა: ჩვენ ეს სავარძელი ოპოზიციას უნდა დავუტოვოთ. ივანიშვილი კი ოპოზიციად მხოლოდ ორ ძალას – „ნაციონალებს" და „ევროპულ საქართველოს" მიიჩნევს. მანამ ორი პოლიტიკური ძალის დაპირისპირება ჩაიფიქრა", – განაცხადა ჯორბენაძემ გაზეთ „ალისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

„ნაცმოძრაობასა" და „ევროპელებს" ბევრი საერთო აქვთ, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ.

„სამწუხაროდ, პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობა შესაბამისად გადადის მათზე, ვინც იმ სისტემის შემოქმედები იყვნენ, მიუხედავად იმისა, მათ „ნაციონალები" ერქმევათ თუ „ევროპელები"… რამდენადაც ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ძალადობრივი სისტემის შემოქმედები იყვნენ. ამიტომ მათ ბევრი საერთო აქვს, და ის, რომ დღეს ისინი ერთმანეთს წარსულს ახსენებენ – ამომრჩევლისთვის კარგია, რამდენადაც მათ ინფორმირებული არჩევანი უნდა გააკეთონ", – განაცხადა ბესელიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ორ ჯგუფად 2016 წლის შემოდგომაზე, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაიყო. განხეთქილების მიზეზი გახდა ის, რომ ლიდერების ნაწილი მიხეილ სააკაშვილის სურვილის წინააღმდეგ წავიდა და არჩევნების მეორე ტურში მიიღო მონაწილეობა.

ყველა ახალი ამბავი
0