ბურჯანაძე: არ ვაპირებ ივანიშვილის ზოოპარკის ნაწილი ვიყო და პინგვინის როლი ვითამაშო

© Sputnik / Alexander Imedashviliნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტიკოსს, რომელიც ორჯერ ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობებს, საპრეზიდენტო მარათონში ჩართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი, „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე იმ შემთხვევაში მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, თუ საზოგადოებაში მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" წინააღმდეგ პროტესტს დაინახავს.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ხუთმა კანდიდატმა განაცხადა.

ბოტი და ოფისი ბორბლებზე — საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი>>>

„მე არ მითქვამს, რომ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ და არც ის მითქვამს, რომ არ მივიღებ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, არჩევნების თარიღზე. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია როგორი იქნება პოლიტიკური სპექტრი, ხელისუფლების რომელი თამაშის მოწმეები გავხდებით ჩვენ", — განაცხადა ბურჯანაძემ TV Pirveli-ს ეთერში.

მან აღნიშნა, რომ პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გაურიგდა პარტიას „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის".

„ჩემთვის ნათელია, რომ ივანიშვილი სატელიტ ოპოზიციურ პარტიებთან, პირველ რიგში, ბოკერიას („ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, რედ.) პარტიასთან გარიგებულია. ჩემთვის ეს მცდელობაა, რომ ბოკერიას პარტია მეორე ადგილზე გაიყვანოს და შემდეგ, 2002-ში მას გადააბაროს ხელისუფლება. ეს სქემა ივანიშვილმა მოიფიქრა", — განაცხადა ბურჯანაძემ.

პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნების დროულად დანიშვნისკენ მოუწოდებენ

მისი სიტყვებით, ის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ხალხის პროტესტს დაინახავს.

„მე არ მინდა ივანიშვილის ზოოპარკის ნაწილი ვიყო… თუ დავინახავ, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა შეურიგდა იმას, რომ საქართველო ზოოპარკად გადაიქცა, როგორც მინიმუმ, პოლიტიკურ სივრცეში, მაშინ არ ვაპირებ ამ ზოოპარკის ნაწილი ვიყო და პინგვინის როლი ვითამაშო", — განაცხადა ბურჯანაძემ.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება უკვე გააკეთეს „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, მოძრაობა „ქართული მარშის" ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ, 10 ოპოზიციური პარტიის კანდიდატმა, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ და საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერმა, ოპოზიციური პარტია "ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0