თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. თბილისის დამწვრობის ცენტრში 26 წლის ქალი მოხვდა, რომელმაც ლეღვის ფოთლების ნახარშით სხეულის ზედაპირის 35%-ის დამწვრობა მიიღო, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ საავადმყოფოს დირექტორმა გუგა ქაშიბაძემ.
სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს — დამწვრობის ცენტრი კვლავ დატვირთვით მუშაობს >>
ამჟამად ქალის მდგომარეობა სტაბილური, მის სიცოცხლეს საფრთე არ ემუქრება.
„ახალგაზრდა ქალმა ოთხი დღის წინ ქვედა კიდურების დამწვრობები მიიღო. სამი დღის განმავლობაში თვითმკურნალობით იყო დაკავებული, გაუარესების შემდეგ კი დამწვრობის ცენტრს მიმართა. მას მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობები აქვს“, — განაცხადა ქაშიბაძემ.
ამ სეზონზე ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც საქართველოში სწრაფი რუჯის მიღებას ლეღვის ფოთლების ნახარშით ცდილობენ.
ქაშიბაძე თხოვნით მიმართავს მოქალაქეებს რუჯის მისაღებად არ გამოიყენონ ლეღვის ფოთლების ნახარში და სხვა საშუალებები. ის ასევე არ ურჩევს მზეზე ყოფნას 11:00 საათიდან 17:00 საათამდე.
საქართველოში რუჯის ნამდვილი კულტია. ზაფხულში დედაქალაქში გადავსებულია ყველა ღია ზუხი, ტბების და თბილისის ზღვის პლაჟები. ირუჯებიან აივნებზე, კერძო სახლების ეზოებში და სოლარიუმებში.
საყურადღებოა, რომ ქართველი ქალბატონები საკუთარ რეცეპტებს იგონებენ ლამაზი რუჯის მისაღებად, რომელთა შორის, გარდა ლეღვის ფოთლების ნახარშისა, ასევე გვხვდება სხვადასხვა სახის კოქტეილები — ლუდის, კოკა-კოლის, ყავის, სოდისა და სტაფილოს შემცველობით. მათ გამოყენებას ხშირ შემთხვევაში მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა მოაქვს შედეგად.