სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს - დამწვრობის ცენტრი კვლავ დატვირთვით მუშაობს

© photo: Sputnikრუჯის მიღება აუზზე
რუჯის მიღება აუზზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
1 ივნისის შემდეგ, მზის დამწვრობის დიაგნოზით, 14-დან 22 წლამდე ასაკის ექვსი პაციენტი იყო ჰოსპიტალიზებული, რომლებიც დღეისათვის უკვე გაწერილები არიან საავადმყოფოდან.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. თბილისის დამწვრობის ცენტრს ზაფხულის დასაწყისიდან 35-მა ადამიანმა მიმართა, რომლებმაც არასწორი გარუჯვისას დამწვრობა მიირეს, განუცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ პირველ არხს.  

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
რეკომენდაციები: როგორ დავიცვათ თავი ზაფხულის სეზონისთვის დამახასიათებელი საფრთხეებისგან

1 ივნისის შემდეგ, მზის დამწვრობის დიაგნოზით, 14-დან 22 წლამდე ასაკის ექვსი პაციენტი იყო ჰოსპიტალიზებული, რომლებიც დღეისათვის უკვე გაწერილები არიან საავადმყოფოდან. 

აღსანიშნავია, რომ ლეღვის ფოთლების ნახარშის გამოყენების შემთხვევები გასარუჯად, რის გამოც გასულ წლებში არაერთი ახალგაზრდა მოხვდა საავადმყოფოში, წელს აღარ დაფიქსირებულა.

ქაშიბაძის თქმით, იყო ერთადერთი ფაქტი, როდესაც ადამიანმა ლექვის ფოთლების ნახარში სამედიცინო მიზნით გამოიყენა, თუმცა წარუმატებლად.

„რაც შეეხება ლეღვის ნახარშს, წელს ერთი შემთხვევა გვქონდა, თუმცა პაციენტმა ნახარში გამოიყენა სამკურნალო მიზნებისთვის. ახლობელმა ურჩია „პადაგრის“ მოშორების მიზნით და მივიღეთ სავალალო შედეგი. ყველას ვაფრთხილებთ, რომ ლეღვის ნახარში არც რუჯისთვის და არც სამკურნალოდ არ გამოიყენონ“, – აცხადებს ცენტრის ხელმძღვანელი. 

საყურადღებოა, რომ ქართველი ქალბატონები საკუთარ რეცეპტებს იგონებენ ლამაზი რუჯის მისარებად, რომელთა შორის, გარდა ლეღვის ფოთლების ნახარშისა, ასევე გვხვდება სხვადასხვა სახის კოქტეილები — ლუდის, კოკა-კოლის, ყავის, სოდისა და სტაფილოს შემცველობით. მათ გამოყენებას ხშირ შემთხვევაში მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა მოაქვს შედეგად. 

ყველა ახალი ამბავი
0