გიორგი მარგველაშვილი მარიხუანის ლეგალიზების შესახებ - კარგი და ცუდი მხარეები

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული სახელმწიფოს მეთაურს მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარების ლეგალიზების საკითხში ორგვარი აზრი გააჩნია

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მარიხუანის, სიგარეტის მოწევის და ალკოჰოლის მოხმარების წინააღმდეგია, თუმცა მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას მიესალმება.

საქართველოს მოსახლეობა მარიხუანას ლეგალიზების წინააღმდეგია >>

ორშაბათს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებისთვის ერთადერთი დარჩენილი ადმინისტრაციული სასჯელი — 500-ლარიანი ჯარიმა გააუქმა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს საკითხი — პიროვნების თავისუფალი განვითარების სფეროა. აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 74% მარიხუანას ლეგალიზების წინააღმდეგია.

ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
„ბრძოლა არა მარიხუანისთვის, არამედ თავისუფლებისთვის“ - ოპოზიცია გამარჯვებას ზეიმობს

„74% ფიქრობს, რომ მარიხუანას მოხმარება არ არის კარგი და დადებითი ჩვევა. შემიძლია, შევუერთდე ამ 74%-ს და ალბათ, შევუერთდე 90%-ს, რომელსაც მიაჩნია, რომ სიგარეტის მოხმარება არის კატასტროფა. შემიძლია, შევუერთდე 100%-ს მოქალაქეების, ვისაც მიაჩნია, რომ ალკოჰოლის მოხმარება არის ცუდი“, — განაცხადა მარგველაშვილმა ბრიფინგზე.

ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ მარიხუანის მოხმარების საკითხში უნდა გავითვალისწინოთ ორი ფაქტორი: რამდენად კარგია ეს თუ ცუდი და ამის გამო, ადამიანები რამდენად შეიძლება ჩაისვას ციხეში.

„ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ ზღვარის გავლება… სრულიად სწორი, ღირებულებებით გამართული და თავისუფლებაზე ორიენტირებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება“, — აღნიშნა მან.

სახელმწიფოს მეთაური მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები მარიხუანის მოწევის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ, მაგრამ როდესაც იღებდნენ გადაწყვეტილებას, ისინი თავისუფალი საზოგადოების მოთხოვნებით ხელმძღვანელობდნენ.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, საპატრიარქომ, ასევე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ. მარგველაშვილი ურჩევს ყველას ინსტიტუტებზე თავდასხმები შეწყვიტონ.

ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
„ბრძოლა არა მარიხუანისთვის, არამედ თავისუფლებისთვის“ - ოპოზიცია გამარჯვებას ზეიმობს

„მე მხარს ვუჭერ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას და აგრეთვე მიმაჩნია, რომ სრულიად უპასუხისმგებლობაა თავდასხმები საკონსტიტუციო სასამართლოზე. ინსტიტუტებს ამ ქვეყანაში ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ესხმიან, მარცხნიდან, მარჯვნიდან, ზევიდან და ქვევიდან. ამ ინსტიტუტს თუ დავანგრევთ, ვინ დაიცავს კანონს, ყველა ინსტიტუტს თუ შევარყევთ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მხოლოდ და მხოლოდ მოხმარების ლეგალიზება მოახდინა. უკანონო შეძენა-შენახვის შემთხვევაში სასჯელი კვლავ მოქმედებს.  თუ ეს არის 5 გრამამდე გამხმარი და 10 გრამამდე ნედლი მარიხუანა, გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

თუ საუბარია დიდი ოდენობით მარიხუანაზე, ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრება. ამასთან საპატიმრო სასჯელი არ გამოიყენება, თუ ადამიანმა 70 გრამამდე მშრალი და 100 გრამამდე ნედლი მარიხუანა შეიძინა ან შეინახა.

საქართველოში ნარკოტიკების, მათ შორის, მარიხუანის რეალიზაცია ისევ ერთ-ერთ მძიმე დანაშაულად რჩება.

 

ყველა ახალი ამბავი
0