თუ პოლიციელმა გაგაჩერათ – იცოდეთ თქვენი უფლებები

© photo: Sputnik / Stringerპოლიცია ქალაქის ქუჩებში
პოლიცია ქალაქის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველთან ურთიერთობისას მოქალაქეს ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია გამოიყენოს ვიდეოკამერა.

ხშირად მოქალაქეებმა არ იციან კონკრეტულ შემთხვევაში როგორ მოიქცნენ და რა უფლებები აქვთ პოლიციასთან კონტაქტისას — რა შემთხვევაშია ნებადართული ჩხრეკა, როგორ უნდა მოიქცეს, თუ მისი უფლებები დაირღვა და რა უფლებები აქვს თავად სამართალდამცველს. ამ თემაზე რეკომენდაციები ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) შეიმუშავა:

— თუ ავტომობილით გადაადგილდებით და საგზაო მოძრაობის წესებს არ არღვევთ, ან უბრალოდ ქუჩაში ფეხით მიდიხართ და ამ დროს საპატრულო პოლიცია მაინც გაჩერებთ, იცოდეთ, მას ამის უფლება აქვს.

პოლიცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნით პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს. პოლიციელს შეუძლია შეგაჩეროთ, გამოგკითხოთ პერსონალური მონაცემები და მოითხოვოს პირადობის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა, ან განახორციელოს შემოწმება (ზედაპირული შემოწმება გულისხმობს ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით ან სპეციალური ხელსაწყოთი შეხებას).

პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
უბნის ინსპექტორებს მართლწესრიგის ოფიცრები ჩაანაცვლებენ

თუ პოლიციელს აქვს საკმარისი საფუძველი იმ ვარაუდისათვის, რომ თქვენ საჭირო ინფორმაციას ფლობთ, მას აქვს უფლება, რომ გამოგკითხოთ. თუმცა, გამოკითხვის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება ნებაყოფლობითია და თქვენ გაქვთ უფლება, არ გასცეთ ინფორმაცია.

თუ პოლიციელმა ქუჩაში გაგაჩერათ და გამოგკითხათ, გაითვალისწინეთ:
•    უფლება გაქვთ მოითხოვოთ ახსნა-განმარტება, თუ რატომ გაგაჩერეს. 
•    პოლიციელისთვის მხოლოდ პერსონალური მონაცემებისა და პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა გევალებათ. პოლიციას არა აქვს უფლება გამოგკითხოთ – სად მიდიხართ, სად იმყოფებოდით და ვისთან ერთად, ან ჩამოგართვათ ტელეფონი.
•    თუ გარეგნული ნიშნებით შეუძლებელია პოლიციელის იდენტიფიცირება, შეგიძლიათ მოსთხოვოთ დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, თუ ეს ხელს არ შეუშლის საპოლიციო ფუნქციების შესრულებაში.

გიორგი ერისთავი - Sputnik საქართველო
25 წლის ქართველი ახალგაზრდა ნიუ-იორკის საუკეთესო პოლიციელი გახდა

თუ სამართალდამცველმა მოითხოვა თქვენი ნარკოტესტირებაზე გადაყვანა, მას ამის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ: 1. უშუალოდ შეესწრო ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს; 2. პირი ცდილობს მიმალვას ან თავს არიდებს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შესრულებას; 3. არსებობს ოპერატიული ინფორმაცია, ან 112-ში შესული შეტყობინება პირის მიერ ნივთიერების უკანონო მოხმარების შესახებ.

თუ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე საექსპერტო განყოფილებაში გადაგიყვანეს, თქვენ უფლება გაქვთ:

•    საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის საფუძველზე უარი განაცხადოთ ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე და ექიმის მიერ კლინიკურ დათვალიერებაზე.
•    მოითხოვოთ ადვოკატთან დაკავშირება, დაკავების ფაქტის და ადგილსამყოფელის შეტყობინება ახლობლისთვის, სამუშაო ან სასწავლო ადგილის ადმინისტრაციისთვის (ტელეფონის ჩამორთმევის შემთხვევაში).

ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
ოჯახში ძალადობის გამო სამი პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

•    მოითხოვოთ გათავისუფლება, თუ არ არსებობს თქვენი ადმინისტრაციული დაკავების სხვა საფუძველი.

პოლიციელს/საექსპერტო დაწესებულების თანამშრომელს არ აქვს უფლება:
•    ბიოლოგიური მასალის მისაღებად განახორციელოს ზეწოლა;
•    შეგიზღუდოთ საპირფარეშოთი სარგებლობა;
•    დაგაყოვნოთ საექსპერტო დაწესებულებაში, თუ უარს აცხადებთ ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე.

დაიმახსოვრეთ, ნარკოლოგიური ტესტირება სახელმწიფოს ხარჯით ტარდება.

პოლიცია საპროტესტო აქციაზე პარლამენტთან - Sputnik საქართველო
შსს-ს სტაჟიორები ხელფასს მიიღებენ

თუ  ხორციელდება სპეციალური საპოლიციო კონტროლი, ე.წ. რეიდი, ამ დროს გაითვალისწინეთ, რომ:
•    რეიდის დროს ხდება პირის ზედაპირული შემოწმება და ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება;
•    ზედაპირული შემოწმება გულისხმობს ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით ან სპეციალური ხელსაწყოთი შეხებას (სამართალდამცველს არ შეუძლია, მოგთხოვოთ გაშიშვლება, ან ხელი ჩაგიყოთ ჯიბეში);
•    ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას, სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში კი მისი საბარგულის ვიზუალური დათვალიერება იგულისხმება;
•    სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელებისას პოლიციელი აღჭურვილი უნდა იყოს ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული ჩართული ვიდეოგადამღები ტექნიკით, რომლითაც უწყვეტ რეჟიმში ხდება ვიდეოგადაღება.

წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის, ან სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის პოლიციელს უფლება აქვს მოქალაქე ადმინისტრაციული წესით დააკავოს. ადმინისტრაციული დაკავება არის თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა, რომლის გამოყენება დასაშვებია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დროს, პიროვნების დასადგენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად და სხვ.

112 - Sputnik საქართველო
ერთი პოლიციელი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა – რა მოხდა ქუთაისში

ადმინისტრაციული წესით დაკავების შემთხვევაში უფლება გაქვთ მოითხოვოთ:
•    ახსნა-განმარტება დაკავების საფუძვლის შესახებ;
•    ადვოკატთან დაკავშირება, დაკავების ფაქტისა და ადგილსამყოფელის შეტყობინება ახლობლისთვის, სამუშაო ან სასწავლო ადგილის ადმინისტრაციასთან დაკავშირება (ტელეფონის ჩამორთმევის შემთხვევაში);
•    აგრეთვე უფლება გაქვთ უარი განაცხადოთ ოქმის ხელმოწერაზე, თუ არ ეთანხმებით ოქმის შინაარსს, ოქმში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და არ ადასტურებთ თქვენ მიერ ოქმში აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენას. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში სათანადო ჩანაწერი კეთდება.

როცა ხედავთ, რომ პოლიცია თქვენ მიმართ უფლებამოსილებას ამეტებს, თქვენ შეგიძლიათ:

•    გაასაჩივროთ პოლიციის ქმედება ზემდგომ თანამდებობის პირთან, პროკურატურაში, ან სასამართლოში;
•    მიმართოთ საქართველოს სახალხო დამცველს ცხელი ხაზის მეშვეობით — 1481;
•    ისარგებლოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზით — 126;
•    მიმართოთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც პირებს უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობენ.

დაიმახსოვრეთ, პოლიციასთან ურთიერთობისას მოქალაქეს ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია გამოიყენოს ვიდეოკამერა და არ დაემორჩილოს პოლიციის მოთხოვნას, რომ ის გათიშოს და შეინახოს.

ყველა ახალი ამბავი
0