თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კრიმინალური პოლიციის ერთი თანამშრომელი დაიღუპა, მეორე კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
შემთხვევა ე.წ. საღორიას დასახლებაში გუშინ, ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც პოლიციელები სამსახურებლივ მოვალეობას ასრულებდნენ. სამართალდამცველების ცნობით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დაღუპული მეექვსე განყოფილების თანამშრომელია. დაშავებული პოლიციელი ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“), რაც ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.