ქობულეთში ავარიას მამის და მისი ტყუპი შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვილები საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალნენ.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა.

პირველი არხის ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილს, რომელშიც ოჯახის ხუთი წევრი იმყოფებოდა, სატვირთო მანქანა შეეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაცვალა, ხოლო მისი ჩვილი ტყუპები საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალნენ.

ავარიის დროს აგრეთვე ორი ქალი დაშავდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტოსაგზაო შემთხვევისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


ყველა ახალი ამბავი
0