კოპენჰაგენის კინოფესტივალზე საქართველო ორი ფილმით წარდგება

© FB / Scary Motherკადრი ანა ურუშაძის ფილმიდან „საშიში დედა“
კადრი ანა ურუშაძის ფილმიდან „საშიში დედა“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
დანიაში საქართველოს საელჩოს და ფესტივალი „კოპენჰაგენი: პიქსის“ წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრა, რომელზეც კინოფორუმში ქართული ფილმების მონაწილეობა განიხილეს.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ანა ურუშაძის „საშიში დედა“ და თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი“ წარადგენს საქართველოს საერთაშორისო კინოფესტივალზე „კოპენჰაგენი: პიქსი“ (CPH PIX), ნათქვამია დანიაში საქართველოს საელჩოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი ჩინეთში კინოფესტივალის ჟიურის წევრად მიიწვიეს >>

ქართველმა დიპლომატებმა გამართეს შეხვედრა კინოფესტივალის წარმომადგენლებთან და ჩვენებების დეტალები განიხილეს. „კოპენჰაგენ: პიქსი“ 27 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს წარმოადგენს ანა ურუშაძის „საშიში დედა“ და თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი“.

ოსკარის პრემია - Sputnik საქართველო
საქართველო ეძებს ფილმს „ოსკარისთვის“

CPH PIX — საკმაოდ ახალგაზრდა კინოფესტივალია. პირველად ის 2009 წელს შედგა. მას საფუძვლად დაედო ორი დანიური კინოფორუმი: NatFilm Festival და Copenhagen International Film Festival. ფესტივალის პროგრამა საკონკურსო ნაწილს და კონკურსგარეშე ჩვენებებს მოიცავს.

ფესტივალის პროგრამაში საშუალოდ 200 ფილმია. საპრიზო ფონდი 20 000 დოლარს შეადგენს.

თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი — ეს არის  ისტორია ერთი ქართული ოჯახის რღვევისა და გმირების შინაგანი წინააღმდეგობების შესახებ. ფილმის მთავარი გმირია გიორგი, რომელიც მეუღლესთან დაშორების შემდეგ თბილისიდან მიდის და ზღვისპირა პატარა სოფელში სახლდება. წარსულზე ფიქრი მას არ ტოვებს… გიორგის გამოჩენა სოფლის მცხოვრებლებში კითხვებს ბადებს, ისინი ვერ ხვდებიან, ადამიანი, რომელიც არც თევზაობს და არც სვამს, რატომ დასახლდა მათ სოფელში.

დრამა „საშიში დედა" 50 წლის ქართველი დედის, დიასახლისი მანანას ცხოვრებას აღწერს. ქალი დილემის წინაშე დგას – მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და მწერლობის მგზნებარე გატაცებას შორის, რომელსაც ის თავის თავში წლების განმავლობაში იკლავდა და რომელშიც თავისი ცხოვრების აზრს პოულობს. მანანა გადაწყვეტს გადაეშვას ამ ვნებაში, მთლიანად დაიხარჯოს მასში — გონებრივადაც და ფიზიკურადაც. დრამაში მთავარ როლს ნატო მურვანიძე ასრულებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0