ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი ჩინეთში კინოფესტივალის ჟიურის წევრად მიიწვიეს

© FB / DEDEხაჭვანის „დედეს" გადაღებებისას
ხაჭვანის „დედეს გადაღებებისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
გახმაურებული ფილმი „დედეს" ავტორი პრესტიჟული ჩინური კინოფესტივალის ჟიურის წევრი გახდა.

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ქართველი რეჟისორი მარიამ ხაჭვანი ჩინეთში მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალის Silk road International film festival ჟიურის წევრად მიიწვიეს. ამის შესახებ რეჟისორმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

ხაჭვანმა ჩინელი კინემატოგრაფისტების გული აპრილის ბოლოს დაიპყრო, როდესაც პეკინში საერთაშორისო კინოფესტივალზე Tiantan Award საუკეთესო რეჟისურისთვის პრიზი მიიღო. გამარჯვებულს ჯილდო ცნობილმა ჩინელმა რეჟისორმა და სცენარისტმა ვონგ კარ ვაიმ გადასცა.

მარიამ ხაჭვანი - Sputnik საქართველო
მარიამ ხაჭვანი ლოკარნოს პრესტიჟულ კინოფესტივალზე მიემგზავრება

მარიამ ხაჭვანი Silk road International film festival-ზე ოჯახის წევრთან და ასისტენტთან ერთად მიიწვიეს. ორგანიზატორები უზრუნველყოფენ ხუთვარსკვლავიან სასტუმროსა და პირად მძღოლს, ასევე პირველი კლასის ავიაბილეთებს.

მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალი Silk road International film festival დეკემბერში გაიმართება. გასულ წელს კინოფესტივალში 70 ქვეყნიდან 100-ზე მეტი კინემატოგრაფისტი მონაწილეობდა.

რეჟისორი მარიამ ხაჭვანი 1986 წლის 1 მაისს სოფელ უშგულში დაიბადა. 2008 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელეკინორეჟისურის ფაკულტეტი დაამთავრა. რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმის ავტორია. 2012 წელს მისი კინოსცენარი „დედე" ქართული ლიტერატურული პრემია „გალას" პრიზიორი გახდა. ფილმ „დედეს" მრავალ საერთაშორისო კინოფესტივალზე ხვდა წარმატება.

ყველა ახალი ამბავი
0