მარიამ ხაჭვანი ლოკარნოს პრესტიჟულ კინოფესტივალზე მიემგზავრება

© photo: courtesy of Mariam Khachvaniმარიამ ხაჭვანი
მარიამ ხაჭვანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის სტუმრებს ქართველი რეჟისორი თავის ახალ პროექტ „ნენეს" წარუდგენს.

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ლოკარნოს კინემატოგრაფისტთა აკადემიამ ქართველი რეჟისორი მარიამ ხაჭვანი შვეიცარიაში საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიწვია, ნათქვამია ღონისძიების ოფიციალურ გვერდზე.

მარიამ ხაჭვანის ფილმის დედე გადაღებისას - Sputnik საქართველო
ხაჭვანის „დედე" ევრაზიის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მოხვდა

მარიამ ხაჭვანი 19 ახალგაზრდა და წარმატებული რეჟისორების რიცხვში მოხვდა, რომლებიც 11 დღის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ კინოფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ მნიშვნელოვან შეხვედრებსა და ღონისძიებებში. რჩეულთა შორისაა კინემატოგრაფისტები შვეიცარიიდან, აშშ-დან, ისრაელიდან, ეგვიპტიდან, ტაილანდიდან, კოლუმბიიდან და რუმინეთიდან.

მარიამ ხაჭვანი პუბლიკას თავის ახალ პროექტს — „ნენეს" წარუდგენს. 3 აგვისტოს კი მის მოკლემეტრაჟიან ფილმ "დინოლას" უჩვენებენ, რომელიც სვანეთის მკაცრ ტრადიციებზე მოგითხრობთ. „დინოლა" საფუძვლად დაედო სრულმეტრაჟიან ფილმ „დედეს", რომელმაც ხაჭვანს საერთაშორისო წარმატებები მოუტანა.

წელს ლოკარნოს 71-ე ფესტივალი 1-11 აგვისტოს გაიმართება.

მარიამ ხაჭვანის ფილმი „დედე“ საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გახდა>>>

ლოკარნოს საერთაშორისო ფესტივალი ერთ-ერთი უძველესია ევროპაში, რომელიც 1946 წლიდან შვეიცარიაში ყოველწლიურად იმართება. კინოჩვენება თავისი მნიშვნელობით მეოთხეა კანის, ვენეციისა და ბერლინის კინოფესტივალების შემდეგ. მან არაერთ რეჟისორს გაუხსნა გზა დიდი კინოში — კლოდ შაბროლს, სტენლი კუბრიკს, პოლ ვერჰოვენს, მილოშ ფორმანსა და ა.შ.

რეჟისორი მარიამ ხაჭვანი 1986 წლის 1 მაისს სოფელ უშგულში დაიბადა. 2008 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელეკინორეჟისურის ფაკულტეტი დაამთავრა. რQARმდენიმე მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმის ავტორია. 2012 წელს მისი კინოსცენარი „დედე" ქართული ლიტერატურული პრემია „გალას" პრიზიორი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0