მარიამ ხაჭვანის ფილმი „დედე“ საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გახდა

© photo: Sputnik / Arpi Beglaryanკინოთეატრი „მოსკოვი“. ფესტივალი „ოქროს გარგარი“
კინოთეატრი „მოსკოვი“. ფესტივალი „ოქროს გარგარი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრიზი აგრეთვე ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის დოკუმენტურმა ფილმმა „გამჭვირვალე სამყარომ“ მოიპოვა - მან ჟიურის სპეციალური აღნიშვნა (SPECIAL JURY MENTION) დაიმსახურა.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ქართველი რეჟისორ მარიამ ხაჭვანის ფილმი „დედე“ სომხეთში საერთაშორისო კინოფესტივალის Golden Apricot-ის კინოკრიტიკოსთა ჟიურის ჯილდოს (FIPRESCI JURY PRIZE) მფლობელი გახდა, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

პრიზი აგრეთვე ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის დოკუმენტურმა ფილმმა „გამჭვირვალე სამყარომ“ მოიპოვა — მან ჟიურის სპეციალური აღნიშვნა (SPECIAL JURY MENTION) დაიმსახურა. 

მარიამ ხაჭვანის ფილმის დედე გადაღებისას - Sputnik საქართველო
ხაჭვანის „დედე" ევრაზიის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მოხვდა

კინოჩვენება უკვე 15 წელია, მიმდინარეობს დევიზით „კულტურათა და ცივილიზაციების გზაჯვარედინი“. ფესტივალის საპატიო სტუმრები წელს იყვნენ ცნობილი იტალიელი რეჟისორი–დოკუმენტალისტი ჯანფრანკო როზი და ამერიკელი რეჟისორი დარენ არონოფსკი, რომელიც მანამდე საქართველოს სტუმრობდა. ჟიურის ოსკარის მფლობელი ირანელი კინორეჟისორი ასგარ ფარჰადი უძღვებოდა.

კინოფესტივალს ვერ დაესწრო თავად მარიამ ხაჭვანი. ის პოლონეთშია, სადაც Transatlantyk Festival-ზე 15 და 16 ივლისს გაიმართება „დედეს“ სპეციალური ჩვენებები.

„დედე" — სვანური ბალადაა სიყვარულზე. ის მოგვითხრობს სვან გოგონაზე, რომელიც იბრძვის სიყვარულისთვის, მაგრამ ამ მხარეში ტრადიციები სიყვარულზე მაღლა დგას.

ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში. დიალოგების დიდი ნაწილი სვანურ ენაზეა, მსახიობების უმეტესობაც სვანია. მთავარ როლებს გიორგი ბაბლუანი, ნათია ვიბლიანი, გირშელ ჭელიძე და ნუკრი ხაჭვანი ასრულებენ.

„დედე" ოთხი ქვეყნის კინოპროდუქციაა – საქართველოს, ირლანდიის, კატარისა და ჰოლანდიის. ფილმი ეროვნული კინოცენტრის, Doha Film Institute-ს და სანდენსის კინოფესტივალის მხარდაჭერით შეიქმნა.

Filmkunstfest - Sputnik საქართველო
ქართულ კინოს გერმანიის საერთაშორისო ფესტივალზე უჩვენებენ

„დედე" მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. არის კარლოვი ვარის 52-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი, საკონკურსო პროგრამის East of the West-ის ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი. 2017 წლის ოქტომბერში ფილმმა ორი ჯილდო მოიპოვა: პოლონეთის კინოფესტივალ „ტოფიფესტზე" საუკეთესო რეჟისურისთვის „ვერცხლის ანგელოზით" დაჯილდოვდა, ხოლო საფრანგეთში მონპელიეს Cinemed-ის ფესტივალზე მაყურებლის სიმპათიის პრიზი მოიპოვა. შემდეგ კი პრესტიჟული საერთაშორისო Asia Pacific Screen Awards-დან (APSA) გამარჯვებული დაბრუნდა.

Golden Apricot ყოველწლიური კინემატოგრაფიული ფესტივალია, რომელიც ერევანში ივლისში იმართება. ფორუმს ოთხი ძირითადი პროგრამა აქვს: სათამაშო და დოკუმენტური კინოს საერთაშორისო კონკურსები, კონკურსი „სომხური პანორამა“ და მოკლემეტრაჟიანი კინოს პროგრამა „გარგარის კურკა“.

კონკურსი 2004 წელს დაარსდა. მთავარი პრიზი ოთხ ძირითად ნომინაციაში გამარჯვებულებს გადაეცემათ.


ყველა ახალი ამბავი
0