საქართველო ეძებს ფილმს „ოსკარისთვის“

© photo: AFP 2020 / MARK RALSTON"ოსკარის" პრემია
ოსკარის პრემია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრით გამოავლენს, თუ რომელი ფილმი იქნება წარდგენილი საქართველოდან 2018 წელს „ოსკარის“ პრემიაზე.

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა ამერიკული კინოაკადემიის „ოსკარის“ პრემიის კანდიდატი ფილმის შესარჩევად (ნომინაცია — „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“) განაცხადების მიღება დაიწყო, ნათქვამია ცენტრის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კონკურსში მონაწილეობას მიღება შეუძლია იმ ქართულ ფილმებს, რომლებიც 2016 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 30 სექტემბრამდე 7 დღის ვადაში უწყვეტად გადიოდა საქართველოს კინოთეატრებში; ფილმს უნდა ჰქონდეს ინდუსტრიაში მიღებული ფორმის რეკლამა (აფიშა, ტრეილერი); მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული მინიმუმ ერთი საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ საკონკურსო პროგრამაში.

IMAX-ის ერთ-ერთ კინოთეატრში შესასვლელი თბილისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში - Sputnik საქართველო
"ბნელი კოშკი" და კინო თბილისში: რა ვნახოთ 3-6 აგვისტოს

გარდა ამისა, „ოსკარის“ პრეტენდენტი ფილმი კინოთეატრში გამართულ პრემიერამდე არ შეიძლება ნაჩვენები იყოს ტელევიზიით ან ინტერნეტით, ხოლო გადამღებ ჯგუფს მეტწილად უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები ან რეზიდენტები.

განაცხადების მიღება — 2017 წლის 11 აგვისტომდე.

შემოსული ფილმებიდან ერთს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრით გამოავლენს. ფილმების კვალიფიციური ჩვენება კომისიის წევრებისათვის გაიმართება აგვისტოში.

„ოსკარის“ კინოაკადემიის ადმინისტრაციამ რიგით 90-ე ცერემონიის ჩატარების თარიღი უკვე შეარჩია — 2018 წლის 4 მარტი.

 

ყველა ახალი ამბავი
0