"ბნელი კოშკი" და კინო თბილისში: რა ვნახოთ 3-6 აგვისტოს

© Sputnik / Alexander ImedashviliIMAX-ის ერთ-ერთ კინოთეატრში შესასვლელი თბილისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში
IMAX-ის ერთ-ერთ კინოთეატრში შესასვლელი თბილისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფანტასტიკისა და ტრილერების მოყვარულებს ამ კვირაში საინტერესო პრემიერები ელით. "Sputnik-საქართველო" ტრადიციულად აგრძელებს ყველაზე ცხელ-ცხელი კინოპრემიერებისა და საინტერესო ფილმების მიმოხილვას.

3 აგვისტოდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერები გაიმართება:

"ბნელი კოშკი" (The Dark Tower) — ცნობილი ფანტასტი მწერლის სტივენ კინგის რომანების ციკლის მიხედვით დანიელი რეჟისორის ნიკოლაი არსელის მიერ გადაღებული ფანტასტიკური ფილმი (აშშ). ჩვენი სამყარო — ერთადერთი არ არის. დაუძინებელი მტრები — როლანდ დისკეინი, უკანასკნელი მსროლელთა ორდენიდან, და უოლტერ ოდიმი, ცნობილი, როგორც "ადამიანი შავებში", ერთმანეთთან უსასრულო ბრძოლაში არიან. ფსონზე — მითიური ბნელი კოშკია, სამყაროს უკანასკნელი დასაყრდენი და იმედი, რომლის გარეშე მსოფლიოს სრული ქაოსი და ნგრევა მოიცავს. სიკეთისა და ბოროტების ძალებს უკანასკნელი შერკინება ელის, რადან როლანდ დისკეინი — ერთადერთია, ვისაც შავებში მოსილი ადამიანის შეჩერება ძალუძს, სანამ მას ბნელი კოშკი არ დაუნგრევია. მთავარ როლებში: მეთიუ მაკკონაჰი, იდრის ელბა, ქეთრინ უინიკი, ნიკოლას ჰემილტონი, ფრენ კრანცი და სხვები.

"ქარიანი მდინარე" (Wind River) — ტრილერის ჟანრში გადაღებული ამერიკული ფილმი, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დამწყები აგენტის, ჯეინ ბენერის შესახებ, რომლისთვისაც უცხოა ადგილობრივი ბუნებრივი პირობები და ის ადგილობრივ მონადირეს საქმის გახსნაში დახმარებას სთხოვს. ინდიელთა რეზერვაცია "ქარიანი მდინარის" ტერიტორიაზე არსებულ უდაბნოში ეგერი კორი ლამბერტი ახალგაზრდა ქალის დასახიჩრებულ ცხედარს წააწყდა. ტრაგიკული წარსულის მქონე გამოცდილი მონადირე FBI-ს აგენტს ამ საქმის გამოძიებაში დახმარებას დაჰპირდება. ფილმის რეჟისორი — ტეილორ შერიდანი. მთავარ როლებში: ელიზაბეთ ოლსენი, ჯერემი რენერი, ჯილ ბირმინჰემი, ჯულია ჯონსი, ჯონ ბერნთალი.

საინტერესო ფაქტები: გადაღებების პროცესში ელიზაბეთ ოლსენს "თოვლის სიბრმავე" დაემართა, რომელიც თოვლის საფარისგან არეკლილი მზის სხივების ზემოქმედებამ გამოიწვია. ფილმის გადაღება იუტას შტატში მიმდინარეობდა.

გასული კვირიდან თბილისის კინოეკრანებზე გამოვიდა ამერიკული ფილმი ჯაშუშებზე "ფეთქებადი აგენტი"(Atomic Blonde), რეჟისორ სოფია კოპოლას ამერიკული დრამატული ტრილერი "ცდუნება"(The Beguiled) და ბენი ბუმის ამერიკული ბიოგრაფიული დრამა ჰიპ-ჰოპ შემსრულებლის, მსახიობის, პოეტისა და აქტივისტ თუფაქ შაკურის შესახებ "2 PAC: ნამდვილი ამბავი" (All Eyez on Me).

მულტფილმები ბავშვებისათვის — მულტფილმი "საზიზღარი მე 3" და "მანქანები 3" (Cars 3).

გისურვებთ სასიამოვნო კინოჩვენებას!

 

ყველა ახალი ამბავი
0