მართლწესრიგის ოფიცრად მუშაობის სურვილი 3400 ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა

© FB / Ministry of Internal Affairs of Georgiaშსს-ს ერთიანი მომსახურების ცენტრში მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიაზე რეგისტრაცია
შსს-ს ერთიანი მომსახურების ცენტრში მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიაზე რეგისტრაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შევა არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროში მართლწესრიგის ოფიცრის 365 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად, ჯამში 3400-ზე მეტი განაცხადი დაფიქსირდა, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციაზე განაცხადების მიღება უკვე დასრულდა.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს კრისტოფერ რეის შეხვდა - Sputnik საქართველო
გიორგი გახარია აშშ-ში ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა
 

შესაფერისი კანდიდატების შესარჩევად მომდევნო ეტაპი განცხადების გადარჩევაა. რის შემდეგაც, მათ უნარ-ჩვევების ტესტი / IQ ტესტირება და გასაუბრება ჩაუტარდებათ.

შემდეგ შერჩეული კანდიდატები მართლწესრიგის ოფიცრის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გაივლიან. 

ახალი წესის თანახმად, აკადემიაში მათი სწავლის 3-თვიანი პერიოდი ანაზღაურებადი იქნება.

მართლწესრიგის ოფიცრები უბნის ინსპექტორებს ჩაანაცვლებენ. უბნის ინსპექტორის ინსტიტუტი კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში გაუქმდა.

პოლიციის აკადემოია - Sputnik საქართველო
პოლიციის აკადემიაში უმაღლესი აკადემიის კომპონენტი უქმდება

შსს-ს ცნობით, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ორიენტირებული იქნება დანაშაულისა და სამართალდარღვევების თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაზე. მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შევა არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა რესურსიდან შერჩეული 66 ოფიცერი გადამზადებას პოლიციის აკადემიაში უკვე გადის. მართლწესრიგის პირველი ოფიცრები თბილისის ქუჩებში, კონკრეტულად კი ვაკე-საბურთალოს რაიონებში სექტემბერში გამოჩნდებიან.

მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის ამოქმედება რეგიონებშიც იგეგმება.


ყველა ახალი ამბავი
0