გიორგი გახარია აშშ-ში ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა

© FB / Ministry of Internal Affairs of Georgiaშინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს კრისტოფერ რეის შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს კრისტოფერ რეის შეხვდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები დასახეს

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს კრისტოფერ რეის შეხვდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კიბერდანაშაულის კუთხით სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევები.

პოლიციის შენობა ქარელში - Sputnik საქართველო
საქართველოში ყველა გამომძიებელი გადამზადებას გაივლის

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის გამომძიებლები გადამზადდებიან გამოძიების ფედერალური ბიუროს აკადემიაში. ასევე ქართველი სამართალდამცველები ტრანსსასაზღვრო და საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის პროცესში ჩაერთვებიან.

შინაგან საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს აკადემიაში სწავლების მეთოდებს გაეცნო. აღნიშნულ აკადემიაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად პერიოდულად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც გადიან მომზადებას.


ყველა ახალი ამბავი
0