თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია დღეიდან უმაღლეს საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებს აღარ განახორციელებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უბნის ინსპექტორებს მართლწესრიგის ოფიცრები ჩაანაცვლებენ >>
ცვლილებების მიზანია გამოძიების ხარისხის გაზრდა, პოლიციელთა კვალიფიკაციის ამაღლება და პრევენციაზე ორიენტირებული საპოლიციო სისტემის ჩამოყალიბება.
პოლიციელთა მომზადება და მართლწესრიგის დაცვის თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავება აკადემიის მატერიალური და ადამიანური რესურსების მთლიანად პროფესიული მომზადება/გადამზადებისკენ მიმართვას მოითხოვს.
აკადემიის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები კი სწავლას სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელებენ, აცხადებენ უწყებაში.